საფანვალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გორკა (ავეჯი))
საფანვალი

საფანვალი — საშუალო ზომის დახურული შემინული კარადა. გამოიყენება ჭურჭლის, ვერცხლეულისა და მცირე ზომის სამშვენისების შესანახად და სადემონსტრაციოდ. საფანვალი შეიძლება, ეწოდოს კომბინირებული კარადების შემინულ სექციებსაც. ერთი მხრივ, საფანვალი ისეთ შემინულ კარადას ენათესავება, როგორიცაა ბუფეტი, თუმცა მისგან შემინულობის დიდი ფართობი და ყრუ კარების არქონა გამოარჩევს. მეორე მხრივ კი საფანვალი ფუნქციურად სამუზეუმო და სავაჭრო კარადა-ვიტრინების ანალოგიურია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება საფანვალი საკმაოდ ძველია, თუმცა საქართველოს რუსეთის იმპერიაში შესვლის, შემდგომ კი კომუნიზმის დამყარების შემდეგ იგი უმართებულოდ ჩაანაცვლა რუსულმა სიტყვა „გორკამ“, რომელმაც ქართული სახელწოდება თითქმის სრულად განდევნა. საბჭოთა წლებში საფანვალი სსრკ-ის ავეჯმწარმოებელ საამქროებში თითქმის არ იწყობოდა, ანტიკვარული საფანვალების მცირე რაოდენობა კი მასების სამომხმარებლო ინტერესს ვერ აკმაყოფილებდა. ბოლო პერიოდში ე. წ. მეორეული თუ ახალი საფანვალების, როგორც ავეჯის ნაწილის, მიმართ ინტერესი კვლავ გაზრდილია. საფანვალებს ხშირად ინტერიერის დიზაინში თვალსაჩინო ადგილს უძებნიან დიზაინერები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Толковый словарь русского языка Дмитриева. Д. В. Дмитриев. 2003.
  • Товароведение непродовольственных товаров. Высшая школа, Минск, 2014. С. 210.