გორის ძველი ხიდი
იერსახე
ძველი ხიდი[1] — ხიდი საქართველოს ქალაქ გორში. გადებულია მდინარე მტკვარზე. აიგო 1908 წელს საერობო სახსრებით (125 ათასი მანეთი) ინჟინერ ა. გ. როტინოვის მიერ. ხიდი რკინაბეტონისაა, სამმალიანი (მალების სიგრძე 41-50 მ), გენებეკის სისტემისა. ორივე ნაპირზე არქიტექტურულად მოწესრიგებული სანაპირო იყო. ხიდის თავში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, განათების ჰილონებზე დამაგრებულია ლითონის სხმული სამშენებლო სამახსოვრო დაფები (დაზიანებულია) რუსული წარწერით.[2] ითვლება საქართველოში პირველ რკინაბეტონის ხიდად.
2021 წლის ბოლოს ხიდის რეაბილიტაციისა და მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებისთვის დაიწყო პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები (საერთო ბიუჯეტი — 1,3 მლნ. ლარი).[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 „გორში ძველი ხიდის რეაბილიტაციის მიზნით 1,3 მლნ ლარი გამოიყო“. საინფორმაციო ცენტრი „შიდა ქართლი“. ციტირების თარიღი: 9 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ კინწურაშვილი ს., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 42-43.