გორის შეთანხმება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გორის შეთანხმება 1758იმერეთის მეფე სოლომონ I-სა და ქართლ-კახეთის მეფეებს თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ს შორის დადებული ხელშეკრულება.

ხრესილის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ სოლომონ I მოელოდა თურქ-ოსმალთა ახალი ჯარების შემოსევას. სულთანმა ხრესილთან განცდილი მარცხის გამო სიკვდილით დასაჯა ახალციხის ფაშა აჰმედი და მის მაგივრად დანიშნა მისი ბიძაშვილი ჰასანი, რომელსაც იმერეთის დარბევა დაავალა. ახალციხის ფაშა აქტიურად იყენებდა ლეკთა მოთარეშე რაზმებს. 1758 წელს სოლმონ I ჩავიდა გორში, სადაც თეიმურაზ და ერეკლე მეფეები იმყოფებოდნენ და მათ შორის მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება გაფორმდა.

გორის შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ორივე მხარისათვის მტრების წინააღმდეგ საბრძოლველად. 1759 და 1760 წლებში იმერეთის ჯარი ქართლ–კახეთის ლაშქართან ერთად იბრძოდა ლეკებისა და განჯის სახანოს წინააღმდეგ. ერეკლეც რამდენიმეჯერ დაეხმარა სოლომონს თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო 1763 წელს მან თურქებს ჩაუკეტა იმერეთში აღმოსავლეთიდან შესასვლელი გზა და აიძულა უკან გაბრუნებულიყვნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, გვ. 121, თბ., 2012 წელი.
  • მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო XVI საუკუნეში, თბ., 1976
  • შ. ბურჯანაძე, სოლომონ I-ის მეფობის პირველი პერიოდი (1752-1768 წწ.), „თსუ შრომები“, 1950, ტ. 41;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.
  • ორბელიანი პ., ჰამბავნი ქართლისანი, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1981;
  • ხერხეულიძე ო., მეფობა ირაკლი მეორისა, ლ. მიქიაშვილის გამოც., თბ., 1989.