შინაარსზე გადასვლა

გორის ქარის ელექტროსადგური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გორის ქარის ელექტროსადგური, ქართლის ქარის ელექტროსადგურიქარის პირველი ელექტროსადგური საქართველოში. მდებარეობს ქალაქ გორთან, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. შედგება 6 ქარის ტურბინისაგან (ტურბინის მოდელი: V117-91.5HH),[1] რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 3,45 მეგავატია; საერთო ჯამში ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეა 20,7 მეგავატი. წელიწადში გამოიმუშავებს 84,1 მლნ. კვტ·სთ ელექტროენერგიას.[2]

მშენებლობისათვის საჭირო თანხის მოპოვებისათვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სესხის (პროექტის ღირებულების 70%) ხელშეკრულება 2016 წლის იანვარში გაფორმდა,[3] მშენებლობის ნებართვა 6 იანვარს გაიცა, მარტში სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. იმავე წლის 19 სექტემბერს სამუშაოები დასრულდა. ექსპლუატაციაში შევიდა 2016 წლის 20 დეკემბერს.[2]

ელექტროსადგურის მფლობელია შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“, რომლის წილის 50,1%-ს ფლობდა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“, ხოლო 49,9%-ს — სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“.[2] 2019 წელს ამ ორი კომპანიის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ ქონება (11 ჰექტარის ფართობის მიწის ნაკვეთი, 6 ქარის ტურბინა და სხვ.) 14,4 მილიონ აშშ დოლარად შეისყიდა საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ჰოლდინგმა „საქართველოს კაპიტალმა“.[4]

  1. „გორის ქარის ელექტროსადგური: სადგურის ეფექტურობა 54%-ია“. Tabula. 22 დეკემბერი, 2016. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 2.2 ქართლის ქარის ელექტროსადგური. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-27. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2021
  3. ამირანაშვილი, ნათია (28 მაისი, 2018). „გორის ქარის ელექტროსადგური - განახლებადი ენერგიის წყარო საქართველოში“. www.euneighbours.eu. EU Neighbours. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. ტყეშელაშვილი, შოთა (15 ნოემბერი, 2019). „გორის ქარის ელექტროსადგური $14.4 მილიონად გაიყიდა - მყიდველი 'საქართველოს კაპიტალია'. bm.ge. Business Media Georgia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-27. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)