გორის ოკუპაცია (2008)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუსეთის ავიაციის მიერ გორის დაბომბვის შემდეგ, ნანგრევებში მოყოლილი დაჭრილი მოქალაქე

გორის ოკუპაციაშიდა ქართლის მხარის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ გორის ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ 2008 წლის 13 აგვისტოს და გაგრძელდა იმავე წლის 22 აგვისტომდე.

გორი არის სტრატეგიული ქალაქი, რომელზეც გადის ცხინვალის დამაკავშირებელი გზა თბილისთან. ასევე გორთან ახლოს განლაგებული იყო სამხედრო ბაზები, სადაც განთავსებული იყო საქართველოს 75 ტანკი და ჯავშანმანქანები. აგვისტოს დასაწყისში, როდესაც ცხინვალში დაიწყო სამხედრო მოქმედებები, გორი წნეხის ქვეშ მოექცა. 9 აგვისტოს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განახორციელეს საჰაერო იერიში გორზე, რომლის დროსაც დაიღუპა 60 მშვიდობიანი მოქალაქე და განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები და სკოლები. 10 აგვისტოს, ცხინვალის ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალები გადაჯგუფდნენ გორში. გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესმა კომისიამ და მსოფლიო სასურსათო პროგრამამ დაადგინეს, რომ გორი დატოვა მოსახლეობის დაახლოებით 80 %-მა [1]. რუსეთის შეიარაღებული ძალები გამოემართნენ გორისკენ. 11 აგვისტოს ქართულმა ჯარმა დატოვა ქალაქი [2]. 12 აგვისტოს გორი კვლავ რუსეთის საავიაციო თავდასხმის ქვეშ მოექცა, რის შედეგადაც დაიღუპა ჰოლანდიელი ჟურნალისტი [3]. 13 აგვისტოს ქალაქში რუსეთის სატანკო ბატალიონი შევიდა. რუსეთი დაეპატრონა გორში მდებარე საქართველოს სამხედრო ტექნიკასა და აღჭურვილობას. 14 აგვისტოს, დილით ქართული საპატრულო პოლიცია სამხედრო მანქანებით შევიდა გორში. რუსეთის გენერალ-მაიორმა ვიაჩესლაც ბორისოვმა განაცხადა, რომ ქალაქი ქართული პოლიციისა და რუსი სამხედროების ერთიანი კონტროლის ქვეშ მოექცა. თუმცა სამი საათის შემდეგ საქართველოს პოლიციის ოფიცრებს გორის დატოვება მოუწიათ [4]. 22 აგვისტოს რუსეთის უკანასკნელმა სამხედრო ფორმირებებმა დატოვეს ქალაქი და იგი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების კონტროლქვეშ მოექცა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]