გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე — არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, ექვემდებარება გორის მუნიციპალიტეტს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსდა 1938 წელს როგორც გორის კულტურის სახლის განყოფილება; თავდაპირველად ფუნქციონირებდა მხოლოდ მხატვრული წრეები. 1966 წლიდან პიონერთა სახლს გამოეყო შენობა ლენინის (ახლანდელი სამეფოს) ქუჩაზე; 1971 წლის 8 ოქტომბერს პიონერთა სახლს სასახლის სტატუსი მიენიჭა; გაფართოვდა წრეების ქსელი, დამყარდა კონტაქტები სსრკ-ის სხვა ქალაქების, აგრეთვე ჩეხეთის, პოლონეთის პიონერთა სასახლეებთან. 1990 წელს საქართველოში გაუქმდა ბავშვთა და მოზარდთა პოლიტიკური ორგანიზაციები, რის გამოც პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე ეწოდა. 2010 წლის 1 იანვრისთვის სასახლე გორის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია. გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, რომელიც ემსახურება ოთხასზე მეტ ბავშვს, ფუნქციონირებს: ლიტერატურის, მხატვრული, საბუნებისმეტყველო და სხვა წრეები. მისი პრიორიტეტია საქართველოს კონფლიქტური რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილ) ბავშვებთან მუშაობა. გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე თანამშრომლობს თბილისისა და ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეებთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]