გორის ბამბეულის კომბინატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გორის ბამბეულის კომბინატი, 1970-იანი წლები

გორის ბამბეულის კომბინატი, მოგვიანებით გორის ბამბეულის საფეიქრო-სამკერვალო საწარმოო გაერთიანება, „ლაინი“[1]ბამბეულის სამრეწველო კომბინატი. მდებარეობდა საქართველოს სსრ-ის ქალაქ გორში. მის შემადგენლობაში იყო 2 სართავი და 2 საქსოვი ფაბრიკა, ასევე გამწყობი წარმოება. პროდუქციის ძირითადი სახეები ბამბის ნართი და ბამბეულის ქსოვილები იყო; უშვებდა მაღალხარისხოვან ქსოვილებს: ნარმა, ფლანელი, შოტლანდურა, პიკე და სხვ. კომბინატის მშენებლობა დაიწყო 1947 წელს; პირველი რიგი ამოქმედდა 1951 წელს გამომყვანი საამქროს გარეშე, ამიტომ აქ დამზადებული ხამი ქსოვილი გამოსაყვანად ტაშკენტის საფეიქრო კომბინატში იგზავნებოდა. 1954 წლიდან კომბინატი სრული საწარმოო ციკლით მუშაობდა.[2] 1955 წელთან შედარებით, საწარმოს პროდუქციის მოცულობა გაიზარდა: 1960 წელს 3-ჯერ, 1965 წელს 4,3-ჯერ, 1970 წელს 5,3-ჯერ.[3]

I სართავი საამქრო

1961–1962 წლებში საექსპლუატაციოდ გადაეცა მეორე რიგის სართავ-საქსოვი ფაბრიკები. 1975 წელს კომბინატში დამზადდა 7125,1 ნართი და 58279,4 ათასი მზა პროდუქცია. გორის ბამბეულის კომბინატის საწარმოთა ახალი ტექნიკით აღჭურვა დაიწყო 1962 წელს.[2]

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1996 წლიდან, ბამბეულის ქსოვილების კომბინატის დანგრევა დაიწყეს. ქარხანაში არსებული ინვენტარი, ძვირადღირებული დაზგები, ლითონები და სამშენებლო მასალები, აჭარის გავლით, თურქეთში გაიტანეს. დღეისათვის იგი აღარ ფუნქციონირებს.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 113.
  2. 2.0 2.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 227.
  3. Горийский хлопчатобумажный комбинат // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 7 — М., 1972.
  4. ვინ მფარველობს ჯგუფს, რომელმაც ნახევარი გორი უმუშევარი დატოვა?. Humanrights.ge (20 აგვისტო, 2006). ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2019.