გორვაში
იერსახე
გორვაში | |
---|---|
კოორდინატები: 43°10′20″ ჩ. გ. 42°48′10″ ა. გ. / 43.172361° ჩ. გ. 42.802778° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 3665 მ |
ქედი | კავკასიონი |
ამგებელი ქანები | პალეოზოური გრანიტოიდი |
ლანდშაფტი | ნივალური |
გორვაში — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ზემო სვანეთში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3665 მ. გორვაში მდინარე მესტიაჭალის (მდინარე მულხრის მარჯვენა შენაკადი) ხეობას მყინვარ ლეხზირზე გავლით აკავშირებს მდინარე ადილსუს (ბაქსანის მარჯვენა შენაკადი) ხეობასთან. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარგველანი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 110.