შინაარსზე გადასვლა

გორდიონის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გორდიონის მუზეუმი

39°39′09″ ჩ. გ. 31°59′45″ ა. გ. / 39.6526694° ჩ. გ. 31.9960306° ა. გ. / 39.6526694; 31.9960306
დაარსდა 2012 წელი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
მდებარეობა Yassıhüyük, Polatlı და ანკარის პროვინცია
Map

გორდიონის მუზეუმი — მუზეუმი თურქეთში.

სხვა უმეტესი მუზეუმებისგან განსხვავებით, ეს მუზეუმი სოფელშია განთავსებული.[1] იგი მდებარეობს იასიჰოიუქის სოფელში, პოლათლის ილჩეში (რაიონში), ანკარის პროვინციაში, პოლათლისკენ მიმავალ გზაზე. სოფელი დაარსდა გორდიონის გვერდით, რომელიც იყო ანატოლიის ძველი სამეფოს, ფრიგიის დედაქალაქი.

მუზეუმი დაარსდა 1963 წელს, როგორც ანკარის ანატოლიური ცივილიზაციების მუზეუმის ფილიალი, რომელიც დაახლოებით 75 კილომეტრით (47 მილით) არის დაშორებული. ახლახან მუზეუმი გაფართოვდა 180 კვადრატული მეტრის (1,900 კვ. ფუტი) საწყობის, 150 კვადრატული მეტრის (1,600 კვ. ფუტი) დამატებითი გამოფენის დარბაზის, ლაბორატორიისა და საკონფერენციო ოთახის დამატებით. ასევე არის 5,000 კვადრატული მეტრის (54,000 კვ. ფუტი) ღია ცის ქვეშ გამოფენის არეალი.[2]

ექსპონატები მოიცავს ფრიგიულ და სხვა არქეოლოგიურ საგნებს, განსაკუთრებით მეფე მიდასის კუთვნილებას. ასევე არის არტეფაქტების ქრონოლოგიური გამოფენა, მათ შორის ელინისტური და რომაული იმპერიის საგნებისა და მონეტების განყოფილება.

გორდიონის გარშემო ბევრი გორასამარხია. ისინი სინამდვილეში ფრიგიელი არისტოკრატების საფლავებია. ყველაზე მნიშვნელოვანი გორსამარხი 300 მეტრის (980 ფუტი) დიამეტრითა და 55 მეტრის (180 ფუტი) სიმაღლით ეკუთვნის მეფე მიდასს. იგი აღმოჩენილ იქნა 1957 წელს და დაცვითი სამუშაოების შემდეგ გაიხსნა ვიზიტორებისთვის.[2]