გორდია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გორდიაფრიგიის სამეფოს ლეგენდარული დამაარსებელი. ლეგენდის მიხედვით ფრიგიელებმა ის მეფედ აირჩიეს მისნის რჩევით, როგორც ზევსის ტაძრისკენ ურმით მიმავალი პირველივე შემხვედრი. მან დააარსა ქალაქი გორგიონი, თავისი ურემი ზევსს უძღვნა, ტაძართან დააყენა და ხელნა ისე ჩაკვანძა, რომ მისი გამოხსნა არავის შეეძლო. ვინც კვანძს გახსნიდა, ქვეყნიერების მბრძანებელი გახდებოდა. გადმოცემით ძვ. წ. 334 წელს ალექსანდრე მაკედონელმა ხმლით გაჭრა გორდიას კვანძი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]