გორგასლიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გორგასლიანი — არალეგალური პატრიოტული ორგანიზაცია საბჭოთა საქართველოში. შეიქმნა 1953 წლის მაისში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად გაერთიანებული იყო სულ 4 მოზარდი: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ა. მიქაძე და ვ. სიხარულიძე. 1959 წლისათვის „გორგასლიანი“ 9 წევრისაგან შედგებოდა. დაემატნენ: გურამ დოჩანაშვილი, თ. მეტრეველი, თ. ცერცვაძე, თ. გუნჯუა და გ. სხირტლაძე. არალეგალურმა ჯგუფმა თავისი საქმიანობა ანტისაბჭოთა პროკლამაციების გამოშვებით დაიწყო. „გორგასლიანი“ პარტიზანული ბრძოლისათვისაც კი ემზადებოდა.

შეიმუშავეს სათანადო გეგმა და მცირეოდენი იარაღიც შეიძინეს. ორგანიზაციის საქმიანობა განსაკუთრებით გააქტიურდა 1956 წლის 9 მარტის ტრაგედიის შემდეგ. ჯგუფის თითქმის ყველა წევრი 15 დეკემბერს დაიჭირეს. გ. დოჩანაშვილი და გ. სხირტლაძე კი მოგვიანებით დააპატიმრეს. „გორგასლიანის“ წევრთა დაპატიმრებიდან 5 თვის შემდეგ, 1957 წ. 3-5 აპრილს, თბილისში საჯარო სასამართლო სხდომა გაიმართა, რომელმაც ორგანიზაციის წევრები ანტისაბჭოთა საქმიანობაში დამნაშავედ ცნო და 3 წლიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მაგრამ სასამართლო კოლეგიამ მხედველობაში მიიღო შემამსუბუქებელი გარემოებანი და მსჯავრდებულებს პირობითი სასჯელი შეუფარდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]