გორბატოვული წითელი ჯიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მსხვილი რქოსანი საქონლის გორბატოვული წითელი ჯიში — სახორცე-მერძეული მიმართულების ჯიში. გამოყვანილია XIX საუკუნის ბოლოს–XX საუკუნის დასაწყისში ნიჟნი-ნოვგოროდის გუბერნიის გორბატოვის მაზრის ბოგოროდსკის თემში (ამჟამად ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ბოგოროდსკის რაიონი). მიიღეს ადგილობრივი ძველრუსული ჯიშის ტიროლურთან შეჯვარებით და შემდეგ ხანგრძლივი „თავისშივე“ გამრავლებით. გავრცელებული იყო მდინარე ოკის დინების შუა წელის მიმდებარე რაიონებში.

ჯიში დამტკიცებულია 1926 წელს. ცხოველი ძირითადად მაგარი კონსტიტუციისაა. ფერად შინდისფერ-წითელია. კუროს მასაა 730–830 კგ, უდიდესი 900 კგ-მდე, ფურისა 400–450 კგ, უდიდესი 600 კგ-მდე. სიმაღლე მინდაოში 127–130 სმ და 118–120 სმ შესაბამისად. ფურის პროდუქტიულობა 2500–3000 კგ რძეა წელიწადში, კარგ მეურნეობაში — 3500–4000 კგ. ხბოს ცოცხალი მასა დაბადებისას — 24–28 კგ. რეკორდული მონაწველია 8007 კგ რძე 4,2–4,3% ცხიმიანობით. სამამულე ჯიშებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა ცხიმიანობის მხრივ (4,0–4,2%). საქონელი კარგად სუქდება. ნაკლავის გამოსავალია 61–62%. იძლევა მძიმეწონიან ტყავს (ცოცხალი მასის 8–9%), რომელსაც იყენებენ ტყავის წარმოებაში. გამძლეა ძროხის ლეიკემიის ვირუსის (Bovine leukemia virus) მიმართ.[1] ყოფილ სსრკ-ში მოშენებული იყო გორკის, ვლადიმირის, ივანოვის ოლქებში და ჩუვაშეთის ასსრ-ში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Rischkowsky, Barbara; Pilling, D. (eds.) (2007) The State of the World's Animal Genetic Resources for Food and Agriculture. Rome: Food and Agriculture Organization of the United Nations, გვ. 107. ISBN 9789251057629. ციტირების თარიღი: 20.5.2020.