გორას განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გორას განძიძვ. წ. XIII-XII საუკუნეების კოლხური კულტურის დამახასიათებელი ბრინჯაოს ხანის განძი, აღმოჩენილი სოფელ გორაში (ვანის მუნიციპალიტეტი). შედგება ბრინჯაოს 12 სეგმენტისებური იარაღის, 5 თოხის, კოლხური ცულის ნატეხების, ნამგლის ნატეხისა და ბრინჯაოს ზოდებისაგან. დაცულია ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტრიულ მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფანცხავა ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 99.
  • ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965