შინაარსზე გადასვლა

გორანის მეორე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორანის ეკლესია.

გორანის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გორანის მიდამოებში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვითა და დამუშავებული ქვის კვადრებით. ძლიერაა დაზიანებული: კედლები შემორჩენილია რამდენიმე სანტიმეტრის სიმაღლეზე, აღმოსავლეთით შეინიშნება აფსიდის კვალი, სამხრეთ კედლის შემორჩენილ ნაწილში კარის წირთხლი.