შინაარსზე გადასვლა

გორაკის ნამოსახლარი ნიშის გორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გორაკის ნამოსახლარი ნიშის გორა, წითელბატონების ნიში, მელიების გორა — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიცპალიტეტში, მდინარე ლეხურის ხეობაში, სოფლებისა გორაკისა და ქვემო ჭალის საზღვარზე, მიეკუთვნება ბრინჯაოს ხანას. ნამოსახლარი ამოზიდული ტიპის, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ წაგრძელებული გორა (სიმაღლე 20 მეტრი, თხემის ფართობი 30×25 მეტრზე). აქ დადასტურდა ადრინდელი ბრინჯაოს (შავზედაპირიანი და ვარდისფერსარჩულიანი, შავბრიალა, წაბლისფერი და რელიეფური ორნამენტით შემკული ჭურჭლის ნატეხები), გვიანდელ ბრინჯაოს და ადრინდელ რკინის ხანის (შავად და ნაცრისფრად გამომწვარი თიხის ქუსლიანი ბაკოგადმოკეცილი ჯამები და ქოთნები, მოწაბლისფროდ გამომწვარი ორყურა დერგები) და სხვა კულტურული ფენები.