გონძაგას დინასტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გონძაგას დინასტია
გერბი
პერიოდი 1100-1708
დევიზი „გაგვიძეხით მთაზე“
იტალ. Ad montem duc nos
ტიტული მანტუას ჰერცოგი
მონფერატოს ჰერცოგი
გუასტალას ჰერცოგი
გუასტალას ჰერცოგი
ნოველარას გრაფი
ბანიოლოს გრაფი
არჩეს პრინჩიპე
ნევერის ჰერცოგი
რეტელის ჰერცოგი
მაინის ჰერცოგი
სამფლობელოები იტალიასა და საფრანგეთში
სასახლეები მანტუას საჰერცოგო სასახლე
ნევერის საჰერცოგო სასახლე

გონძაგას დინასტია (იტალ. Casa di Gonzaga, ფრანგ. Maizon de Gunzague) — იტალიური არისტოკრატიული საგვარეულო შუა საუკუნეებში, რომელიც 1100 წელს დააფუძნა ლუიჯი I გონძაგამ. მისი უკანასკნელი წარმომადგენელი, ფერდინანდო კარლო გონძაგა გარდაიცვალა 1708 წელს უშვილოდ, რითაც საბოლოოდ შეწყდა დინასტია. მიუხედავად იტალიური ფესვებისა, გონძაგებს დიდი გავლენა და დიდი მამულები და ძალაუფლება ჰქონდათ საფრანგეთშიც. ისინი მართავდნენ მანტუას, მონფერატოსა და გუასტალას იტალიაში, ხოლო ნევერსა და მაინს საფრანგეთში. სხვადასხვა პერიოდში გონძაგას დინასტიის ორი წარმომადგენელი ქალი იყო საღვთო რომის იმპერატრიცა, ხოლო ერთიც პოლონეთის დედოფალი. გარდა საერო პირებისა, ამ საგვარეულოს წარმომადგენელი იყო ერთი წმინდანი, თორმეტი კარდინალი და თოთხმეტი ეპისკოპოსი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გონძაგას ოჯახი სათავეს ჩრდილო იტალიაში მდებარე გელფის სააბატოდან იღებს და უკვე XII საუკუნის დამდეგს იგი დომინანტი ძალა ხდება მანტუაში. გონძაგებმა იმდენად დიდი სიმდიდრე და ძალაუფლება შეიძინეს, რომ მათ შეძლეს მოკავშირეთა გაჩენა და თავიანთი მთავარი მეტოქის, სენიორ კაზალოდის დამარცხება. ამის შემდეგ, 1328 წელს ლუიჯი I გონძაგამ მარტივად მოახერხა მანტუაში თავისი სენიორობის დამტკიცება, რითაც იწყება გონძაგების ოთხასწლოვანი მმართველობა მანტუაში. მისი მმართველობა მალევე აღიარა საღვთო რომის იმპერატორმა ლუდვიგ IV-მაც, რომელმაც მას „ხალხის წინამძღოლი“ უწოდა.

ლუიჯი III თავის ცოლ-შვილთან ერთად 1470 წელს

ლუიჯი გონძაგა მისმა ვაჟმა, გუიდომ ჩაანაცვლა 1360 წელს. 1369 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტს ლუიჯი II იკავებს, რომელმაც მოახერხა და დაიკავა ნოველარასა და რეჯოს ტახტები, თუმცა რეჯო 1371 წელს დაკარგა ფერარას ჰერცოგთან. 1382 წელს მანტუას ტახტზე ადის მისი ვაჟი ფრანჩესკო I, რომელმაც გაწყვიტა მილანელ ვისკონტებთან არსებული ალიანსი და ვენეციის რესპუბლიკას მიემხრო.

1433 წელს, ჯანფრანჩესკო I გონძაგამ მოახერხა და ამაღლდა მანტუას მარკიზის რანკში, რომელიც მას იმპერატორმა სიგიზმუნდ I-მა უბოძა. ამაში მას დიდად დაეხმარა ფერარას ჰერცოგი ლეონელო დ’ესტე, რომელსაც 1435 წელს სანაცვლოთ თავისი ასული, მარგერიტა მიათხოვა. უკვე 1530 წელს, იმპერატორმა კარლ V-მ ფედერიკო II გონძაგას უბოძა მანტუას ჰერცოგობა. ასევე ფედერიკომ, 1531 წელს ცოლად შეირთო მონფერატოს მარკიზა მარგერიტა პალეოლოგინა, რითაც გონძაგები მონფერატოშიც გამეფდნენ. აღსანიშნავია, რომ მარგერიტა იყო ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე II პალეოლოგოსის შთამომავალი იყო, რითაც გონძაგები გარკვეულწილად პალეოლოგოსების შთამომავლები გამოდიან.

ფედერიკო II-ის უმცროსი ვაჟის, ლუიჯი გონძაგას ქორწინებით ნევერის ჰერცოგინია ანრიეტა კლეველზე, შეიქმნა გონძაგას დინასტიის ნევერული შტო, რომელიც საფრანგეთში მმართველობდა. მას შემდეგ, რაც მანტუას ჰერცოგ ვინჩენცო I-ის სამივე ვაჟი უშვილოდ გარდაიცვალა და გონძაგას დინასტიის ძირითადი შტო შეწყდა, დაიწყო ომი მანტუას მემკვიდრეობისათვის, სადაც სწორედ ნევერელმა კარლო I გონძაგამ გაიმარჯვა, რომელმაც ცოლად შეირთო ვინჩენცო I-ის შვილიშვილი მარია გონძაგა.

მოგვიანებით, ფრანჩესკო II-ის უმცროსმა ვაჟმა, ფერანტე გონძაგამ დააარსა გონძაგა-გუასტალას დინასტია, რომლის შთამომავალი ფერანტე II აქტიურად იბრძოდა მანტუის მემკვიდრეობის ომში. გონძაგას დინასტიას ჰქონდა კიდევ ერთი, საბიონეტას შტოც, რომელიც ლუიჯი III-ის ვაჟმა ჯანფრანჩესკომ დააარსა. საბოლოოდ, გონძაგას დინასტია 1708 წელს, ფერდინანდო კარლო გონძაგას უშვილოდ დაღუპვით შეწყდა, რის შემდეგაც მანტუა ჰაბსბურგთა მონარქიას მიუერთდა, ხოლო მონფერატო სავოიის საჰერცოგომ მიიერთა.

კათოლიკე კარდინალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფრანჩესკო გონძაგა (1444-1483);
  • სიგიზმონდო გონძაგა (1469-1525);
  • პირო გონძაგა (1490-1529);
  • ერკოლე გონძაგა (1505-1563);
  • ფრანჩესკო გონძაგა (1538-1566);
  • ფედერიკო გონძაგა (1540-1565);
  • ჯოვანი ვინჩენცო გონძაგა (1540-1591);
  • სჩიპიონე გონძაგა (1542-1593);
  • ფრანჩესკო გონძაგა (1546-1620);
  • ფერდინანდო გონძაგა (1587-1626);
  • ვინჩენცო გონძაგა (1594-1627)

მანტუისა და მონფერატოს მმართველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გონძაგების რეზიდენცია მანტუაში

მანტუას სენიორები:

მანტუას მარკიზები:

მანტუას ჰერცოგები და მონფერატოს მარკიზები:

მანტუისა და მონფერატოს ჰერცოგები:

ნევერის ჰერცოგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი ქალი გონძაგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მარგერიტა გონძაგა (1591-1632), ლოთარინგიისა და ბარის ჰერცოგინია 1608-1624 წლებში როგორც ანრი II-ის მეორე ცოლი. ლოთარინგიის ორი ჰერცოგის დედა და საჰერცოგოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე ქალი;
  • ელეონორა გონძაგა (1598-1655), საღვთო რომის იმპერატრიცა, ავსტრიის ერცჰერცოგინია, გერმანიის, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი 1622-1637 წლებში როგორც იმპერატორ ფერდინანდ II-ის მეორე მეუღლე;
  • მარია გონძაგა (1609-1660), მანტუას რეგენტი და ნევერის ჰერცოგინია, მის დროს მიმდინარეობდა ომი მანტუას მემკვიდრეობისათვის;
  • მარია ლუიზა გონძაგა (1611-1667), პოლონეთისა და ლიტვის დედოფალი 1645-1648 და 1649-1667 წლებში ჯერ როგორც ვლადისლავ IV-ის, ხოლო შემდეგ როგორც მისი ძმის, იან II-ის მეუღლე. იგი პოლონეთის ისტორიაში ერთ-ერთ უძლიერეს დედოფლადაა აღიარებული;
  • ელეონორა გონძაგა (1630-1686), საღვთო რომის იმპერატრიცა, ავსტრიის ერცჰერცოგინია, გერმანიის, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი 1651-1657 წლებში როგორც იმპერატორ ფერდინანდ III-ის მესამე მეუღლე;

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Francesca Cappelletti; Gerlinde Huber-Rebenich (1997). Der Antike Mythos und Europa. Gebrüder Mann Verlag. p. 250.
  • "Gonzaga". Merriam-Webster Dictionary. Retrieved 4 July 2019.
  • Brunelli, Roberto (2010). I Gonzaga. Quattro secoli per una dinastia. Mantua. ISBN 978-88-89832-98-1.
  • "GONZAGA: LINEA PRINCIPESCA DI VESCOVATO". Libro d'Oro della Nobiltá Mediterranea (in Italian). Società Genealogica Italiana. 2004-03-15. Retrieved 2012-05-18.
  • Giancarlo, Malacarne. "Family Tree of the Gonzaga".
  • Brinton, Selwyn (1927). The Gonzaga. Lords of Mantua. London: Methuen.