გონდოლინის დაცემა
იერსახე
გონდოლინის დაცემა — ჯ. რ. რ. ტოლკინის 2018 წლის, ფენტეზის ჟანრის წიგნი, რომელიც რედაქტირებულია მისი ვაჟის, კრისტოფერის მიერ [1] [2] . ეს ამბავი ერთ-ერთია იმ სამი "დიდი ამბიდან", რომლებიც შუახმელეთის პირველი ეპოქაში მოხდა; დანარჩენი ორია: ,,ბერენი და ლუთიენი" და ,,ჰურინის შვილები". სამივე ამბავი მოკლედ არის გადმოცემული 1977 წლის წიგნში ,,სილმარილიონი", და სამივე ახლა გამოქვეყნებულია როგორც დამოუკიდებელი წიგნები. ამბის ვერსია ასევე გვხვდება დაკარგული ამბების წიგნში. თხრობის მიხედვით, გონდოლინი დააფუძნა მეფე ტურგონმა პირველ ეპოქაში. ქალაქი ფრთხილად იყო დამალული და საუკუნეების განმავლობაში გაძლებდა, სანამ არ იქნა ღალატით გაცემული და განადგურებული. 1917 წელს დაწერილი, ეს არის ტოლკინის ლეგენდარიუმის ერთ-ერთი პირველი ამბავი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „J.R.R. Tolkien's First Middle-Earth Story, The Fall of Gondolin, to Be Published“. BBC. 11 April 2018. ციტირების თარიღი: 13 April 2018.
- ↑ Garth, John (2013). Tolkien and the Great War: The Threshold of Middle-earth. Boston: Houghton Mifflin Harcourt, გვ. 217. ISBN 978-0544263727.