გომი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გომი.
სოფელი
გომი

სოფელი გომი ზამთარში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი შემოქმედი
კოორდინატები 41°53′35″ ჩ. გ. 42°06′05″ ა. გ. / 41.89306° ჩ. გ. 42.10139° ა. გ. / 41.89306; 42.10139
ცენტრის სიმაღლე 250
მოსახლეობა 344[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გომი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
გომი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
გომი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
გომი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

გომისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფლები: გომი, გონებისკარი, კვირიკეთი, შემოქმედი, წითელმთა).

მდებარეობს მესხეთის ქედის მთისწინეთში, მდინარე ბჟუჟის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 250 მ.-ზე., ოზურგეთიდან 9 კმ. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 2160 მმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გომს მოიხსენიებს იოჰან გიულდენშტედტი (XVIII ს.). სოფელში არის წმ. გიორგის ეკლესია (XVI ს.). XIX საუკუნეში გომში იდგა იოანე ნათლისმცემლის სახელობის გუმბათიანი ხის ეკლესია. ტაძარში ინახებოდა ნათლისმცემლის ხატი წარწერით, რომელიც 1817 წლით თარიღდებოდა.[3] 1890-იან წლებში სოფელში ცხოვრობდა 40-მდე ოჯახი. თითქმის ყველა მათგანი მისდევდა მეფუტკრეობას. განთქმული იყო გომის „სანთლის არაყი“, რომელსაც აქაურები თაფლისგან ამზადებდნენ და ყიდდნენ.[4]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარეკრეაციო ადგილი ჩაქუხა მდინარე ბჟუჟზე

სოფლის ტერიტორიაზე მოწყობილია ჰიდროელექტროსადგური ბჟუჟჰესი და მისი სათავე ნაგებობა. სოფელში არის სიენიტების საბადო. 2016 წლიდან მაისის თვეში სოფელში იმართება ექსტრემალური კაიაკინგის ყოველწლიური ჩემპიონატი.[5]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[6] 567
1911[7] 499
2002 462
2014 344 166 178

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
  3. დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ.169 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987
  4. თედო სახოკია, „მოგზაურობანი“ გვ. 60— ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1985
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-29. ციტირების თარიღი: 2018-05-03.
  6. Кавказский календарь на 1910 год
  7. Кавказский календарь на 1912 год