გომბიო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გომბიო
გომბიო
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ხერხემლიანები
კლასი: ამფიბიები
რიგი: უკუდო ამფიბიები
ოჯახი: მრგვალენიანისებრნი
გვარი: გომბიო
ლათინური სახელი
Bombina

გომბიო (ლათ. Bombina) — უკუდო ამფიბიების გვარი მრგვალენიანისებრთა ოჯახისა. ზურგი მურა-მორუხო აქვს, მუცელზე მკვეთრი შავი, წითელი ან ყვითელი კოპლები აყრია. გავრცელებულია ევროპაში, შორეულ აღმოსავლეთში, კორეაში, ჩინეთში. დღის მეტ ნაწილს წყალში ატარებს. ნაპირზე მხოლოდ შებინდებისას გამოდის. გაღიზიანებისას მისი კანი გამოყოფს მწვანე ქაფოვან სეკრეტს. გომბიო ყრის 80-100 (ზოგჯერ 300-მდე) ქვირითს (კვერცხს), საიდანაც 4-10 დღის შემდეგ იჩეკება თავკომბალები. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3 წლის ასაკში. იკვებება მწერების მატლებით, რითაც სარგებლობა მოაქვს. ცნობილია გომბიოს 4 სახეობა. მათგან წითელმუცელა გომბიო (Bombina bombina) გვხვდება ევროპაში, გიგანტური გომბიო (Bombina maxima) — ჩინეთში (იუნანის მთები).

ლიტერატურა[რედაქტირება]