გოლუბინკის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოლუბინკის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი
გოლუბინკის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი — რუსეთი
გოლუბინკის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა გოლუბინკა
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1888
გარე სურათები
გოლუბინკის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი

გოლუბინკის ღვთისმშობლის კვართის ტაძარი (რუს. Храм Покрова Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ეკლესია ბელოკალიტვინის რაიონის ხუტორ გოლუბინკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონის ეპარქიას.

მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ბელოკალიტვინის რაიონი, ხუტორი გოლუბინკა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვთისმშობლის კვართის ტაძარი ხუტორ გლუბინკაში ააშენეს 1888 წელს. ახალი ეკლესია იყო ხისგან აგებული.

ღვთისმშობლის კვართის ტაძრის კომპლექსი შედგება თავად ტაძრისაგან, საეკლესიო სამრევლო სკოლის შენობისაგან და საეკლესიო საყარაულოსაგან. სამრევლო სკოლის შენობა ასევე ხისგან იყო აგებული, იდგა ქვის ფუნდამენტზე და გადახურული იყო თუნუქის ფირფიტებით. საეკლესიო სამრევლო სკოლა მოითვლიდა 60 მოსწავლეს. 1910 წლიდან სამრევლო სკოლა გახდა ქალთა სკოლა. 1897 წლიდან ხუტორში ასევე მოქმედებდა სამრევლოს სკოლა.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ღვთისმშობლის კვართის ტაძარი დახურეს. ტაძრის შენობა გამოიყენებოდა როგორც ხორბლის საწყობი.

ღვთისმშობლის კვართის ტაძარში ღვთისმსახურება აღსდგა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 1997 წელს ეკლესიაში გაჩნდა ხანძარი, რამაც გამოიწვია ხის შენობის განადგურება. ღვთისმსახურების გასაგრძელებლად ადგილობრივმა მართლმადიდებელთა საზოგადოებამ გამოიყენა ძველი სკოლის შენობა და გადააკეთეს სამლოცველო სახლად.

ამჟამად ღვთისმშობლის კვართის სამლოცველო სახლში აღევლინება ღვთისმსახურება. მოხდა სამლოცველო სახლის გარემონტება. მთლიანად შეკეთდა სახურავი, გამოიცვალა ეკლესიის კარი, ჩააყენეს მეტალოპლასმასის ფანჯრები. გამოცვალეს სამლოცველო სახლის შესასვლელი კარის ჯვარი. სახურავზე დააყენეს პატარა გუმბათი ჯვრით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кирсанов Е. И. Православный Тихий Дон. М.: Держава, 1997

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]