გოლოვნინის ვულკანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოლოვნინის ვულკანი
გოლოვნინის ვულკანი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან
გოლოვნინის ვულკანი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან
კოორდინატები: 43°50′35″ ჩ. გ. 145°30′20″ ა. გ. / 43.84306° ჩ. გ. 145.50556° ა. გ. / 43.84306; 145.50556
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე 535 
ტიპი გუმბათი, კალდერა
გოლოვნინის ვულკანი — რუსეთი
გოლოვნინის ვულკანი

გოლოვნინის ვულკანი (რუს. Вулкан Головнина) — მოქმედი ვულკანი რუსეთში, კუნძულ კუნაშირის სამხრეთ ნაწილში. კურილის კუნძულების ყველაზე სამხრეთით მდებარე ვულკანი. სიმაღლე 535 მ.[1] წარმოადგენს ბრტყელ ფარს, რომლის მწვერვალზეა დაახლოებით 5 კმ დიამეტრის მქონე კალდერა. შემოსაზღვრულია ძველი კალდერული ზვინულის ნარჩენებით. კალდერის ფსკერზეა ტბა გორიაჩეე, 4 მცირე განცალკევებული ექსტრუზიული გუმბათი და 2 აფეთქების კრატერი, რომელთაგან ერთ-ერთშია ტბა კიპიაშეე, რომლის ნაპირებზე და ფსკერზეა სოლფატარი. არის თერმული ველები. უკანასკნელად ამოიფრქვა 1848 წელს. სახელი ეწოდა რუსი ზღვაოსნის ვასილი გოლოვნინის პატივსაცემად.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Golovnin | Global Volcanism Program
  2. Вулкан Головнина | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 2021-07-23.