გოლიაძეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ივანე გოლიაძე
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) დარია გოლიაძე
შვილ(ებ)ი ნიკოლოზი , ვერონიკა

გოლიაძეებიქართველ ცირკის მსახიობთა ოჯახი.

ივანე გოლიაძე (დ. 2 მაისი, 1875, სოფ. გომი, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 27 თებერვალი, 1963, სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ცირკის მსახიობი, ეკვილიბრისტი, აკრობატი, ჯამბაზი, კლოუნი, ქართული საცირკო კოლექტივის ერთ–ერთი დამაარსებელი. პირველმა დაიწყო ველოსიპედით მავთულზე სიარული. რვა წლის ასაკიდან ცირკის მანეჟზე გამოდიოდა 1943 წლამდე. 1943–1952 წლებში იყო საოჯახო საცირკო დასის მხატვრული ხელმძღვანელი. 1952 წელს საბოლოოდ დატოვა ცირკი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ეკვილიბრისტები და აკრობატები იყვნენ ასევე ივანე გოლიაძის მეუღლე — დარია, ვაჟი — ნიკოლოზი (საქართველოს სახალხო არტისტი, 1980), მანეჟზე გავიდა 1913 წლიდან, ქალიშვილი — ვერონიკა. ცირკის მანეჟზე გამოდიოდნენ აგრეთვე ნიკოლოზის მეუღლე ადა, მისი ძმისშვილი სოფიო, ნიკოლოზის შვილები: სვეტლანა (საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი, 1968), რაფაელა და თამარი. საგასტროლოდ იყვნენ ჩინეთში, ირანში, რუმინეთში, ბულგარეთში, იუგოსლავიაში და სხვ. II მსოფლიო ომის დროს გოლიაძეებმა 1000-მდე კონცერტი გამართეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]