გოლიათ ლაკერბაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოლიათ ლაკერბაია
დაბადების თარიღი 15 მაისი, 1928 (1928-05-15) (95 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

გოლიათ ლაკერბაია (დ. 15 მაისი, 1928,) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1951 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობის სპეციალობით.

მუშაობა დაიწყო საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს სისტემაში; 1954 წლიდან მუშაობდა კოლხეთის ზონაში მშენებარე ობიექტებზე; იყო სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის უფროსი, სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი, კოლხეთის ზონაში მშენებარე ობიექტების დირექციის დირექტორი, სამშენებლო ტრესტ „კოლხეთმშენის“ მთავარი ინჟინერი; მისი მონაწილეობით აშენდა კოლხეთის დაბლობზე არსებული ირიგაციული და სამელიორაციო სისტემების უმრავლესობა, დაშრობილ მიწებზე შექმნილი მეციტრუსეობის მეურნეობის კომპლექსები; მრავალი კომუნალური და სამოქალაქო ნაგებობები ქ. ფოთში, წყალგამყოფი კვანძი მდ. რიონზე და სხვა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, ვ. 336

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]