გოლიათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„დავითი და გოლიათი“. მიქელანჯელოს ფრესკა სიქსტეს კაპელადან.

გოლიათიბიბლიური პერსონაჟი, ფილისტინელი მეომარი, პალესტინის წინარე ბუმბერაზ მოსახლეთა – რეფაიმთა შთამომავალი, რომელიც ორთაბრძოლაში შურდულით დაამარცხა ყრმა დავითმა, ისრაელის მომავალმა მეფემ, და სირცხვილისგან იხსნა თავისი ხალხი (I მეფეთა, 17, 4).

ქართულ ენაში სიტყვა „გოლიათი“ ბიბლიის გავლენით განსაკუთრებულად დიდი ტანის ადამიანის მნიშვნელობით დამკვიდრდა; მაგ., „ქართლის ცხოვრებაში“ გოლიათებად მოიხსენიებიან ქართველთა მეფეები: ადერკი („ტანით დიდი და გოლიათი“) და ამაზასპი („კაცი ძლიერი და გოლიათი“), ასევე ბაყათარ ოვსი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]