გოლდი ჰონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოლდი ჰონი

ჰონი 1981 წელს
დაბადების სახელი გოლდი ჯინი ჰონი
დაბადების თარიღი 21 ნოემბერი, 1945 (1945-11-21) (78 წლის)
ვაშინგტონი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა
  • მსახიობი
  • პროდიუსერი
  • მომღერალი
  • მოცეკვავე
აქტიური 1967-დღემდე
მეუღლე(ები)
პარტნიორ(ებ)ი კურტ რასელი
1983-დღემდე
შვილ(ებ)ი ოლივერ ჰადსონი, კეიტ ჰადსონი, უით რასელი

გოლდი ჯინი ჰონი (ინგლ. Goldie Jeanne Hawn; დ. 21 ნოემბერი, 1945) — ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი, მომღერალი და მოცეკვავე.[1] 1968 წლიდან 1970 წლამდე მონაწილეობდა NBC-ს კომედიაში, სახელწოდებით „Rowan & Martin's Laugh-In“, ამ სკეტჩში თამაშით მან დიდი პოპულარობა მოიპოვა. 1969 წელს გადაიღეს ამერიკულ კომედიაში, „კაქტუსის ყვავილი“, ამ შესრულებული როლისთვის იგი დაჯილდოვდა ოქროს გლობუსით და ოსკარით, საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში.

მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ფილმებში როგორიცაა: 1970 წლის ბრიტანული კომედიური-დრამა „ჩემს წვნიანში გოგონაა“, 1972 წლის ამერიკული კომედიური-დრამა „პეპლები თავისუფალია“, კრიმინალური დრამა „შუგარლენდის ექსპრესი“ (1974), სატირული კომედიური-დრამა „შამპუნი“ (1975), ამერიკული რომანტიკული კომედია „Foul Play“ (1978), კომედია „როგორც ძველ დროს“ (1980) და კომედია „კერძო ბენჟამინი“ (1980), „კერძო ბენჟამინში“ შესრულებული ტიტულოვანი როლისთვის მსახიობი ნომინირდა ოსკარზე საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. მოგვიანებით იგი გადაიღეს შემდეგ ფილმებში: 1987 წლის რომანტიკული კომედია „ბორტს მიღმა ვიღაცაა“, „ჩიტი მავთულზე“ (1990), ამერიკული ფანტასტიკა, შავი-კომედია „სიკვდილი ხდება იგი“ (1992), რომანტიკული კომედია „დიასახლისი“ (1992), „პირველი ცოლების კლუბი“ (1996), კომედია „ჩამოსულები“ (1999), „ბანგერის დები“ (2002) და სხვა.

არის მსახიობების, კეიტ ჰადსონის, ოლივერ ჰადსონის და უით რასელის დედა. 1983 წლიდან სასიყვარულო ურთიერთობაშია ამერიკელ მსახიობთან, კურტ რასელთან. 2003 წელს მან დააარსა „ჰონის ფონდი“, რომელიც ასწავლის არაპრივილიგებულ ბავშვებს.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი ამერიკელი მსახიობი გოლდი ჰონი დაიბადა 1945 წლის 21 ნოემბერს, ვაშინგტონში, აშშ-ში. არის საცეკვაო სტუდიის მფლობელის, ლაურას და ბენდის მუსიკოსის ედუარდ რუთლიჯ ჰონის შვილი.[2][3] ჰყავს ერთი და, პატი ჰონი. მათი ძმა ბავშვობაში, პატის დაბადებამდე გარდაიცვალა, თუმცა გოგონებმა არ იცოდნენ გარდაცვლილი ძმის არსებობის შესახებ.[4]

მამამისი წარმოშობით იყო გერმანელი და ინგლისელი, ხოლო დედამისი უნგრელი ემიგრანტების ებრაელი ქალიშვილი.[5][6][7][8][9][10] ჰონი გაიზარდა მერილენდში, როგორც ებრაელი. იქვე სწავლობდა „მონტგომერ ბლეირის საშუალო სკოლაში“.[11]

მან სამი წლის ასაკში დაიწყო ცეკვასა და ბალეტზე სიარული. მსახიობმა პირველად 1964 წელს ითამაშა სცენაზე, მან ჯულიეტას როლი ითამაშა ტრაგედიაში „რომეო და ჯულიეტა“.

1964 წლისთვის ასწავლიდა ბალეტის სკოლაში, ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობდა დრამას, თუმცა მოგვიანებით მან უნივერსიტეტში სწავლა შეწყვიტა. შემდეგ, მან მუშაობა როგორც პროფესიონალმა მოცეკვავემ, ნიუ-იორკში, კლუბის მოცეკვავედ დაიწყო.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის, „კაკტუსის ყვავილისთვის“ გადაღებული საჯარო ფოტო (1969)

გოლდი ჰონმა სამსახიობო კარიერა ამერიკულ სიტკომში, სახელწოდებით „დილა მშვიდობისა სამყარო“-ში მონაწილეობით დაიწყო. მონაწილეობდა 1967-1968 წლის სატელევიზიო სეზონში, ჰქონდა „სულელი ქერას“ პერსონაჟის როლი. მისი მომდევნო როლი, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიქცია 1968-1973 წლის ამერიკული სკეტჩია, სახელწოდებით „Rowan & Martin's Laugh-In“.

1969 წელს, ამერიკულ კომედიაში „კაკტუსის ყვავილში“ შესრულებული მთავარი როლისთვის, მსახიობი დაჯილდოვდა ოსკარით. მოგებული ოსკარის შემდეგ იწყება მისი წარმატებული კინო კარიერა. გადაიღეს წარმატებულ კომედიებში: „ჩემს წვნიანში გოგონაა“ (1970), „$“ (1971), და „პეპლები თავისუფალია“ (1972). გარდა კომედიებისა მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ დრამატულ ფილმებში როგორიცაა: 1974 წლის ამერიკული კომედიური-დრამა „გოგონა პეტროვკიდან“, ამერიკული კრიმინალური დრამა „შუგარლენდის ექსპრესი“, და 1975 წლის ფილმი „შამპუნი“.

ჰონის პოპულარობა 1980-იან წლებშიც გრძელდება. მან 1980 წლის ამერიკულ კომედიურ ფილმში, „კერძო ბენჟამინში“ ითამაშა მთავარი როლი. 1982 წელს გადაიღეს რომანტიკულ კომედიაში, „საუკეთესო მეგობრები“.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰონს ნასწავლი აქვს მედიტირება. 2012 წლის ინტერვიუში მან განაცხადა, „თავს ბუდისტად არ მივიჩნევ. დავიბადე როგორც ებრაელი და ამას ვთვლი ჩემს რელიგიად“, მან ასევე თქვა: „ეს არ არის კონკრეტული რელიგიის იდეა, ეს არის სულიერი ცხოვრების განვითარება“.

არის LGBT საზოგადოების მხარდაჭერი.

მისი პირველი მეუღლე იყო მოცეკვავე (მოგვიანებით რეჟისორი) გაზ ტრიკონისი. გოლდი ჰონმა და გაზ ტრიკონისმა 1969 წლის 16 მაისს ჰავაიზე იქორწინეს, ისინი 1973 წლის 9 აპრილს დაშორდნენ, თუმცა 1976 წლამდე ოფიციალურად ცოლ-ქმარნი იყვნენ. ჰონს სასიყვარულო ურთიერთობები ჰქონდა ტედ გროსმენთან, შვედ მსახიობთან ბრუნო უინტზელთან და იტალიელ მსახიობთან ფრანკო ნეროსთან. მოგვიანებით დაინიშნა მუსიკოსზე, ბილ ჰადსონზე, რომელსაც ჰონი განქორწინებიდან მომდევნო ზაფხულს, პირველი კლასის თვითმფრინავში შეხვდა.[12] ჰონმა ბილ ჰადსონზე 1976 წლის 3 ივლისს, მერილენდში იქორწინა.[13] მათ ეყოლათ ორი შვილი. ვაჟი ოლივერი, რომელიც 1976 წლის 7 სექტემბერს დაიბადა და ქალიშვილი კეიტი (დაიბადა 1979 წლის 19 აპრილს). მათი ქორწინება 1982 წელს განქორწინებით მთავრდება.[14]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Goldie Hawn Biography: Actress (1945–). Biography.com (FYI / A&E Networks). ციტირების თარიღი: February 8, 2016
  2. „Edward Rutledge Hawn, 73, Leader of Godfrey Orchestra“. NYTimes.com. 1982-06-10. ციტირების თარიღი: 2017-05-05.
  3. Goldie Hawn Biography. FilmReference.com. ციტირების თარიღი: February 8, 2016
  4. Patti Hawn (2010). Good Girls Don't. CreateSpace. ISBN 1456364189. 
  5. Woman's Hour. BBC Radio. March 6, 2012. Event occurs at 10:17. http://www.bbc.co.uk/programmes/b01cvpz1. "I'm Jewish....I've studied Buddhism. I've studied Christian faith. I've studied Sufi. I am a great believer in looking at all religions, comparative religions...I am not a JewBu. I am actually born to Jewish mother and I was raised Jewish but my father was Presbyterian so I also went to Presbyterian church."
  6. Achath, Sati (June 2011) Hollywood Celebrities: Basic Things You've Always Wanted to Know - Sati Achath - Google Books. ISBN 9781463411572. 
  7. Groskop, Viv. (March 4, 2012) Goldie Hawn: Hollywood's happiness guru. The Guardian. ციტირების თარიღი: May 17, 2018
  8. Ryan, James. (December 1, 1996) Hawn in Her Golden Years: Forever Blond, Forever Smart. The New York Times. ციტირების თარიღი: May 17, 2018
  9. White, Timothy. (March 5, 1981) Private Goldie. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 17, 2018. ციტირების თარიღი: May 17, 2018
  10. Gibson, Charity. (May 13, 2017) Goldie Hawn on Son's Near Death Experience: 'I Asked God ... Heal My Son'. The Christian Post. ციტირების თარიღი: May 17, 2018
  11. Williams, Christian (October 22, 1980). „Goldie in The Fishbowl“. The Washington Post. ციტირების თარიღი: August 28, 2018.
  12. Armstrong, Lois (May 17, 1976). She's Golden: With Motherhood and a New Husband on the Way, Life Is a Laugh-In for Goldie Hawn დაარქივებული 2016-04-03 საიტზე Wayback Machine. , People; accessed May 4, 2017.
  13. Jerry Stack (July 9, 1976). „Celebrities Capture Crazy Benefit Tilt“. St. Louis Post-Dispatch.
  14. Lanford Beard (2005). E! True Hollywood Story : the Real Stories Behind the Glitter. Chamberlain Bros., გვ. 354. ISBN 159609091X.