გოლდენდუდლი
| წარმოშობის ქვეყანა | ავსტრალია | ||||||||||||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||
| ძაღლი (Canis lupus familiaris) | |||||||||||||||||||||||||
გოლდენდუდლი — ძაღლის შერეული ჯიში, რომელიც მიიღება გოლდენ რეტრივერის და პუდელის შეჯვარებით. ის ცნობილია თავისი მეგობრული ხასიათით, მაღალი გონიერებით და დაბალი ალერგიულობით, რაც მათ საოჯახო ძაღლებად პოპულარულს ხდის. [1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გოლდენდუდლი პირველად გაჩნდა 1990-იან წლებში ამერიკაში. მომშენებლებმა სცადეს გოლდენ რეტრივერის მოსიყვარულე ბუნების შერწყმა პუდელის ჭკვიანობასთან და უნიკალურ ბეწვთან.[1][2]
გარეგნობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გოლდენდუდლი გამოირჩევა მრავალფეროვანი გარეგნობით. ზოგს აქვს პუდელის მსგავსი ტალღოვანი ბეწვი, ზოგს კი გოლდენ რეტრივერის გლუვი ბეწვი. ზომის მიხედვით ისინი იყოფიან:
- მინი — პატარა ოჯახებისთვის, ბინებში კომფორტული.
- საშუალო — სტანდარტული ზომის ძაღლი, იდეალური ბავშვიან ოჯახებისთვის.
- სტანდარტული — დიდი და ძლიერი, აქტიური.[3]
ხასიათი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გოლდენდუდლები ცნობილია:
- მეგობრული და მოსიყვარულე ხასიათით
- მაღალი ინტელექტით
- ადამიანებთან სწრაფი მიჩვევით
- სხვა შინაურ ცხოველებთან კარგი ურთიერთობით
ისინი ძალიან აქტიურები არიან, უყვართ თამაში და ყურადღების მიქცევა. ბავშვებთან ურთიერთობა.
მოვლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბეწვი რეგულარულად უნდა დავარცხნოთ. ტალღოვანი ბეწვის მქონე ძაღლებს უფრო ხშირად სჭირდებათ მოვლა. ბეწვი ნაკლებად სცვივათ, რაც მათ იდეალურ არჩევნად აქცევს ალერგიული ადამიანებისთვის.
ჯანმრთელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გოლდენდუდლები, როგორც წესი, ჯანმრთელები არიან, თუმცა შესაძლოა აღენიშნებოდეს:
რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და ჯანსაღი კვება ხელს უწყობს მათ კარგ ჯანმრთელობას.
პოპულარობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გოლდენდუდლი დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შერეული ჯიშია აშშ-სა და ევროპაში. პოპულარობა იზრდება ასევე საქართველოშიც.[4]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბმულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 MacKenzie, Edie (2019). Goldendoodles, [Revised edition], Hauppauge, NY: B.E.S. Publishing Co. ISBN 978-1-4380-1162-2.
- ↑ Nicholas, Frank W; Arnott, Elizabeth R; McGreevy, Paul D (1 August 2016). „Hybrid vigour in dogs?“. The Veterinary Journal (ინგლისური). 214: 77–83. doi:10.1016/j.tvjl.2016.05.013. ISSN 1090-0233. PMID 27387730.
- ↑ Burke, Anna. (2018)Dog Myths Debunked: Does a Completely Hypoallergenic Dog Exist? en. ციტირების თარიღი: 31 May 2021
- ↑ American Kennel Club en. ციტირების თარიღი: 2023-11-17