გოის სახელმწიფო მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოის სახელმწიფო მუზეუმი
15.4931401°00′00″ ჩ. გ. 73.8330715°00′00″ ა. გ. / 15.49314° ჩ. გ. 73.83307° ა. გ. / 15.49314; 73.83307
დაარსდა 29 სექტემბერი, 1977
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
მდებარეობა პანაჯი
ოფიციალური საიტი goamuseum.gov.in
Map

გოის სახელმწიფო მუზეუმი (ინგლ. Goa State Museum), ასევე ცნობილი, როგორც სახელმწიფო არქეოლოგიური მუზეუმი პანაჯში — მუზეუმი პანაჯში, გოა, ინდოეთი. ის დაარსდა 1977 წელს და მოიცავს ისეთ განყოფილებებს, როგორებიცაა უძველესი ისტორია და არქეოლოგია, ხელოვნება და შემოქმედებითობა, გეოლოგია. 2008 წლისთვის მუზეუმში 8 000-მდე არტეფაქტი იყო განთავსებული. მათ შორის: ქანდაკებები, ხელნაწერები, იშვიათი მონეტები და ანთროპოლოგიური ნივთები. ამჟამად მუზეუმი მდებარეობს ადილ შაჰის სასახლეში, პანაჯში.[1]

მუზეუმი ძველად მდებარეობდა EDC კომპლექსში, პატოში, პანაჯის უბანში. ეს ძველი ნაგებობა ახალი მუზეუმის ასაშენებლად დაანგრიეს, გოის სახელმწიფო მუზეუმი კი ადილ შაჰის სასახლეში გადაიტანეს.[2][3][4][5]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოის სახელმწიფო მუზეუმი შეიქმნა როგორც არქეოლოგიური მუზეუმი გოის არქივების დეპარტამენტების გაერთიანებით 1973 წელს. ნაქირავებ შენობაში მუზეუმი ოფიციალურიად 1977 წლის სექტემბერს გაიხსნა. ახალი სამუზეუმო კომპლექსის აშენების შემდეგ, 1996 წლის 18 ივნისს ინდოეთის პრეზიდენტმა, შანკარ დაიალ შარმა მუზეუმი ფორმალურად გახსნა.[6][7] მუზეუმის გამოფენები მნახველს აწვდის ინფორმაციას გოას უძველესი ისტორიული და კულტურული ტრადიციების შესახებ.[8][9]

გალერეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოის სახელმწიფო მუზეუმში 14 გალერეა არსებობს, რომლებიც ერთმანეთისაგან თემატურობით განსხვავდებიან. გალერეებს შორისაა: ქანდაკებების, ქრისტიანული ხელოვნების, ბეჭდვის ისტორიის, ბანერჯის ხელოვნების, რელიგიური გამოხატვის, კულტურული ანთროპოლოგიის, თანამედროვე ხელოვნების, ნუმიზმატიკის, გოის თავისუფლებისთვის ბრძოლის, მენეზეს ბრაგანსას, ავეჯის, გოის ეროვნული მემკვიდრეობის, რესურსებისა და განვითარებისა და გეოლოგიის გალერეები.[7] მუზეუმში განთავსებულია 8 000-მდე არტეფაქტი, რომლებიც ინდოეთის ყველა რეგიონს წარმოადგენენ. მუზეუმში განთავსებული 645 ნივთი მენეზეს ბრაგანსასა და კალას აკადემიებიდან დროებით არის წამოღებული.[6]

ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქანდაკებების გალერეა
ქრისტიანული ხელოვნების გალერეა
ხის ეტლი, რომელიც ფესტივალებზე გამოიყენებოდა

ქანდაკებების გალერეაში ძირითადად გამოფენილია ჯაინისტური და ინდუისტური ქანდაკებები. მათ შორისაა ბრინჯაოს სკულპტურები,[8] რომლებიც მე-4-დან მე-8 საუკუნეებით თარიღდება.[10] ექსპონატებს შორისაა კუბერას, იაკშინის, პარვატისა და დურგას ქანდაკებები ნეტრავალიდან.

ქრისტიანული ხელოვნების გალერეაში გამოფენილია წმინდანების ხის სკულპტურები, ხატწერის ნიმუშები და კოლონიალიზმის პერიოდის ხის ავეჯი. მუზეუმის ამ განყოფილებაში განთავსებულია ლუიშ დი კამოენსისა და ალფონსო დე ალბუკერკეს ბიუსტები, რომლებიც ძველად მუნიციპალურ ბაღებში იყო განთავსებული.[10]

ბანერჯის ხელოვნების გალერეაში განთავსებული ექსპონატების ნაწილი მუზეუმს საჩუქრად ბარენჯიმ, გოის ყოფილმა გუბერნატორმა გადასცა. სწორედ ამიტომ ეწოდება ამ გალერეას მისი სახელი. გამოფენილ ექსპონატებს შორისაა ინდის ცივილიზაციის ტერაკოტას სიძველეები, ჯანაპადას გერბები, განდჰარას ქანდაკებები, სამხრეთ ინდოეთის ბრინჯაოს ნაკეთობები, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ხის ნაკეთობები. მუზეუმში ასევე არის ჯაიპურის სკოლის, მარვარის სკოლისა და მევარის სკოლის რაჯასტანის მინიატურები. ბანერჯის ხელოვნების ცენტრშია განთავსებული მოგოლთა ნახატები, ნატდვარა და პატაჩიტრები ორისადან, ასევე თანამედროვე ხელოვნების ნახატები.[6]

თანამედროვე ხელოვნების გალერეაში განთავსებული ექსპონატები მოიცავს პროვედორიას ლოტოს მანქანებს,[8] რომლებიც ლისაბონშია დამზადებული. მაქანებს თან ახლავს ათასობით პატარა, ხის ბურთი. ამ მოწყობილობის საშუალებით ინდოეთში ლოტო პირველად 1947 წელს ითამაშეს. მუზეუმის ამ განყოფილებაშია განთავსებული მინიატურები, რომლებიც ინდოეთის სხვადასხვა რეგიონებშია დამზადებული.[10] გალერეაში მდებარეობს ისეთი მოქანდაკეებისა და მხატვრების ნამუშევრები, როგორებიცაა: ჩიმულკარი, სოუზა, რაზა, ჰუსაინი, არა და მრავალი სხვა. ეს ნამუშევრები მუზეუმში დროებითაა განთავსებული და მენეზეს ბრაგანსასა და კალას აკადემიებიდანაა ნათხოვარი. თანამედროვე ხელოვნების გალერეაში გამოფენილია დროშა, რომელიც ნიდერლანდებზე პოტუგალიის გამარჯვებას აღნიშნავს.[6]

მენზეს ბრაგანსას გალერეა მოიცავს ინდური ხელოვნების თანამედროვე ნიმუშებს,[10] ასევე გოის პორტუგალიელი მმართველებისა და გუბერნატორების პორტრეტებს.[6]

მეცნიერება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვირაგლი ან გმირის ქვები, რომელიც მეფე ბირავარმას პერიოდს უკავშირდება, კულტურული ანთროპოლოგიის გალერეაშია განთავსებული. ეს ქვები აღწერს საზღვაო ბრძოლას გოპალაპატანამისა და ჰონავარის მმართველებს შორის. ქვები მეტყველებს იმ მოწინავე ტექნოლოგიებზე, რომელთა საშუალებითაც გემების აშენება იყო შესაძლებელი.[11] ექსპონატები ასევე მოიცავს უძველეს ჭურჭელს, მრავალი სახის თამაშს, შაქრის ლერწმის დასამუშავებელ მოწყობილობებს, ამწესა და სოფლის მეურნეობის ხელსაწყოებს, ასევე სხვადასხვა ნივთების თიხის მოდელებს.[6]

რესურსებისა და განვითარების გალერეაში გოის სოფლებიდან წამოღებული კულტურული ექსპონატებია გამოფენილი.[10]

გეოლოგიურ გალერეაში დაცულია არტეფაქტი, რომლის ნამარხი ნაშთებიც ძველი წელთაღრიცხვით 10 000 წლით თარიღდება.[6]

სხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგიური გამოხატვის გალერეაში მდებარეობს ვიშნუს ქანდაკება, რომელიც გუპტას იმპერიის პერიოდით თარიღდება. ამ გალერეაში მდებარე ექსპონატები გამოხატავენ გოის მრავალეთნიკურ და მრავალრელიგიურ ისტორიას. აქ ინახება ტრადიციული მუსიკალური ინსტრუმენტები, რელიგიური რიტუალებისათვის განკუთვნილი ჭურჭელი, რელიგიური ხელნაწერები, ასევე რელიგიური რიტუალისა და ფესტივალების ამსახველი ფოტოსურათები.[6]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის indiatimes.com არ არის მითითებული ტექსტი; $2
  2. Sayed, Nida (10 May 2017). „Goa state museum gears up to shift to Adil Shah palace“. ციტირების თარიღი: 26 June 2018.
  3. Goa state museum closed for visitors - Times of India.
  4. With 80% of artefacts packed, Goa state museum set to move - Times of India.
  5. Goa Museum - Government of Goa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-01. ციტირების თარიღი: 2021-09-06.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 6.7 State Archaeology Museum, Panaji. Goa Tourism, Government of Goa. ციტირების თარიღი: 27 October 2015
  7. 7.0 7.1 About Us. Directorate of Museum, Government of Goa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ნოემბერი 2019. ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2021.
  8. 8.0 8.1 8.2 Thomas & Karafin 2009, p. 114.
  9. Home. Official website of the Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2019. ციტირების თარიღი: 27 October 2015
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 Harding 2003, p. 116.
  11. Malekandathil 2010, p. 27.