გოთლუგ ნაღარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოთლუგ ნაღარა
კლასიფიკაცია

დასარტყამი მუსიკალური ინსტრუმენტი

გოთლუგ ნაღარა (აზერ. Qoltuq nağara) — აზერბაიჯანული სახალხო დასარტყამი მუსიკალური ინსტრუმენტი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახალხო დასარტყამი ინსტრუმენტი აზერბაიჯანში.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარგმანში „ნაღარა“ ნიშნავს „დარტმა“-ს, ხოლო „გოლთუგ“ — „იღლიაში ამოსადები“.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოიყენება ანსამბლებისა და ორკესტრების შემადგენლობაში. მასზე ასრულებენ ნაწარმოებებს ორივე ხელის თითებით და ხელის გულებით(ზოგჯერ ორი პატარა ჯოხის მეშვეობით).

ნაღარას გააჩნია ძლიერი ხმის დინამიკა და გამოყოფს სხვადასხვა ტემბრის მქონე ხმებს, ასევე მისი გამოყენება შესაძლებელია ღია ცის ქვეშაც. მას იყენებენ ტრადიციულ ფოლკლორულ-თეტრალიზებულ თამაშებშიც, ასევე ჯანგის,იალლას და სხვა სახის ტრადიციულ ცეკვებშიც. მის კორპუსს ძირითადად აკეთებენ კაკლის, გარგარის და სხვა სახის ხეებისგან, ხოლო მემბრანას აკეთებენ ცხვრის ტყავისგან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]