გოზაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გოზაური. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. თბილისი.

გოზაურიღვინის და არყის ჩასასხმელი მოზრდილი ძირგანიერი თიხის ჭურჭელი (იყენებდნენ საწყაოდაც). იტევდა 1,5-2 თუნგ, ე. ი. 5,8-7 ლ სითხეს. ადრე გავრცელებული იყო მთელს საქართველოში, XIX საუკუნიდან — უპირატესად ქართლ-კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში. გოზაური ზოგჯერ მოჭიქულია, აქვს სწორი, მაღალი ყელი, მგრვალი, იშვიათად ძირისკენ შევიწროებული მუცელი, უტუჩო პირი და ბრტყელი ყური. ხშირად შემკულია რელიეფური ორნამენტით (ცხოველების ან ფრინველების ფამოსახულებები, გეომეტრიული და მცენარეული მოტივები). ზოგ გოზაურზე გამოსახული ქალის ფიგურა ნაყოფიერების ძვფელი ქართული ღვთაებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. აღმოსავლეთ საქართველოში განთქმული იყო სოფელ ნინოწმინდაში დამზადებული მოჭიქული გოზაურები. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცულია გოზაურების (მ. შ. განათხარი გოზაურების) მდიდარი კოლექცია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კერამიკა, მოჭიქული ჭურჭელი (ალბომი), თბ., 1964;
  • ქართული ხალხური კერამიკა (კატალოგი), თბ., 1964;