გოვენ ჭეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოვენ ჭეიშვილი

კადრი ფილმიდან „რეკორდი“
დაბადების თარიღი 6 მაისი, 1940
ქუთაისი
გარდაცვალების თარიღი 8 ივლისი, 2020 (80 წლის)
ბორჯომი
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი

გოვენ ჭეიშვილი (დ. 6 მაისი, 1940, ქუთაისი, — გ. 8 ივლისი, 2020, ბორჯომიქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დრამის ფაკულტეტის მუსიკალური განყოფილება (1970). 1967-1976 წლებში გამოდიოდა კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე. მოღვაწეობდა ესტრადაზე. 1964-1994 წლებში იყო ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობი. 1996-2015 წლებში მუშაობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში.

1969 წლიდან იღებდნენ კინოში. მთავარი როლები შეასრულა რეჟისორ გ. პატარაიას ფილმებში „რეკორდი“ (1974, ხუტა) და „კუჩხი ბედინერი“ (1976, კოჩია). ასევე გადაღებულია ფილმებში „ნეილონის ნაძვის ხე“ (რეჟ. რ. ესაძე, 1985), „ლალე“ (რეჟ. რ. ლორთქიფანიძე, 1985), „დამშვიდობება“ (რეჟ. ზ. თუთბერიძე, 1987), „კირილეს ოდისეა“ (რეჟ. დ. ბათიაშვილი, 1985), „ლომა“ (რეჟ. ბ. რაჭველიშვილი, 1987), „ჩემი ბოშები" (რეჟ. ლ. გორდელაძე, 1987), „წითელი პატეფონი“ (რეჟ. დ. აბაშიძე, 1995), „სამოთხის გვრიტები“ (რეჟ. გ. ჩოხელი, 1997, ეფრემა), „მიჯაჭვული რაინდები“ (რეჟ. გ. ჩოხელი, 1999, ტოტია), „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ (რეჟ. ნ. ექვთიმიშვილი, ს. გროსი, 2016) და სხვ.

გოვენ ჭეიშვილი გარდაიცვალა ბორჯომში, 2020 წლის 8 ივლისს. დაკრძალულია ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული კინო, 1896–2011.– თბ., 2011.– გვ. 213.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]