გოეთეს სახლი
გოეთეს სახლი | |
---|---|
შენობის ხედი კორსოს ქუჩაზე | |
41°54′32″ ჩ. გ. 12°28′37″ ა. გ. / 41.9090111° ჩ. გ. 12.4771917° ა. გ. | |
ქვეყანა |
![]() |
მდებარეობა | რომი[1] |
ოფიციალური საიტი | http://www.casadigoethe.it |
![]() |
გოეთეს სახლი (იტალ. Casa di Goethe) — მუზეუმი რომში, კორსოს ქუჩაზე, მიძღვნილი იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთესადმი, მისი იტალიური მოგზაურობისა და რომში ცხოვრებისადმი 1786-დან 1788 წლამდე. მოგზაურობის დროს გოეთე წერდა დღიურს და ასევე ბევრ წერილს, რომლებიც გამოქვეყნდებოდა 1816-17 წლებში როგორც „იტალიური მოგზაურობა“.[2][3]
ისტორია და აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმი მდებარეობს იმავე სახლში და იმავე ოთახებში, სადაც გოეთე ცხოვრობდა თავის მეგობარ გერმანელ მხატვარ იოჰან ჰაინრიხ ვილჰელმ ტიშბაინთან ერთად რომში ყოფნის პერიოდში 1786 წლის ოქტომბრიდან 1787 წლის თებერვლამდე, სანამ ისინი ერთად გაემგზავრნენ ნეაპოლში. ამის შემდეგ, გოეთე გაემგზავრა სიცილიაში, და კვლავ 1787 წლის ივნისიდან 1788 წლის აპრილამდე.[4] ტიშბაინი იზიარებდა სახლს სხვა გერმანელ და შვეიცარიელ მხატვრებთან, ფრიდრიხ ბურისთან, იოჰან ჰაინრიხ მაიერთან, იოჰან ჰაინრიხ ლიფსთან და იოჰან გეორგ შუცთან.[5] სხვა ხელოვანები, რომლებიც ცხოვრობდნენ რომში და ხშირად სტუმრობდნენ გოეთეს აქ, იყვნენ მხატვრები ანჯელიკა კაუფმანი, მისი მეუღლე ანტონიო ცუკი და იოჰან ფრიდრიხ რაიფენშტაინი, ასევე მწერალი კარლ ფილიპ მორიცი.

როდესაც ტიშბაინი საბოლოოდ გადავიდა ნეაპოლში 1787 წლის ზაფხულში, გოეთე შესახლდა მის ვრცელ სახატავ სტუდიაში დარჩენილი ვიზიტის განმავლობაში. მან განაგრძო რომის ანტიკური და რენესანსის ხელოვნების შესწავლა და სცადა თავისი ძალები ხატვაში, ფერწერასა და ქანდაკებაში. ის ასევე განაგრძობდა მუშაობას თეატრალურ პიესაზე „იფიგენია ტავრიდაში“, გარდა ამისა, განაახლა მუშაობა „ტორკვატო ტასოზე“, „ეგმონტსა“ და „ფაუსტზე“.
გამოფენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუდმივი გამოფენა მოგვითხრობს გოეთეს ცხოვრებას იტალიაში, მის ნამუშევრებსა და ნაწერებზე, ასევე მის პირად ცხოვრებაზე. აქ წარმოდგენილია ორიგინალი დოკუმენტები მისი ცხოვრების შესახებ. მეორე გამოფენა დროებითი იყო და ხშირად ეხებოდა საკითხებს, რომლებიც აკავშირებს იტალიურ და გერმანულ კულტურებს. ასევე წარმოდგენილია ისეთი ხელოვანები, როგორებიც არიან მაქს ბეკმანი, ჰაინრიხ მანი და თომას მანი, ანდრეუ ალფარო, გიუნტერ გრასი და იოჰან გოტფრიდ შადოვი. ნაჩვენებია მათი გამოცდილება იტალიაში და მათი დამოკიდებულება გოეთეს მიმართ. მუზეუმს აქვს საკუთარი ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს რიხარდ ვ. დორნის კოლექციასაც.
„კაზა დი გოეთე“ (გოეთეს სახლი) გაიხსნა 1997 წელს. მას მართავს დამოუკიდებელი კულტურული ინსტიტუტების ასოციაცია (AsKI) და ხელმძღვანელობს ურსულა ბონგაერტსი.[6]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Website Casa di Goethe
გოეთეს სახლი, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: გოეთეს სახლი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Indagine sui musei e le istituzioni similari — 2022.
- ↑ Konrad Scheurmann, Ursula Bongaerts-Schomer. Goethe in Rom. Publikation zur Eröffnung der Casa di Goethe in Rom. Mainz: Philipp von Zabern, 1997. ISBN 3-8053-2013-2
- ↑ Lizondo Borda, Manuel. Goethe, la casa de Goethe, pensamientos de Goethe. Tucumán, República Argentina: [Impr. de "La Gaceta"], 1932. OCLC 657088789
- ↑ Casa di Goethe
- ↑ Italienische Reise (Italian Journey) by Goethe.
- ↑ The Casa di Goethe in Rome, edited by Ursula Bongaerts, 2004, Casa di Goethe, Rome