გოდერძი ფირალიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გოდერძი ფირალიშვილი
დაბ. თარიღი 1768
გარდ. თარიღი 1823
საქმიანობა პოეტი, მწიგნობარი და მთარგმნელი
ენა ქართული ენა

გოდერძი პავლეს ძე ფირალიშვილი (დ. 1768 ― გ. 1823) — ქართველი მწიგნობარი, პოეტი, მთარგმნელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოღვაწეობდა ერეკლე II-ის კარზე. 1801 წლიდან მსახურობდა პეტერბურგის საგარეო საქმეთა კოლეგიაში როგორც მტარგმნელი და კალიგრაფი. ფირალიშვილს ეკუთვნის „თვითმასწავლებელი ორთა ენათა, ესე იგი რუსთა ქართულისა და ქართველთა რუსულისა“ (პეტერბურგი, 1820), „საზოგადო მდივნობა“ (პეტერბურგი, 1821), რომელშიც თავმოყრილია ოფიციალური და კერძო მიმოწერის ნიმუშები.

ფირალიშვილის მიერ ვეფხისტყაოსნის სიუჟეტზე შექმნილი ტრაგედია, რომელიც არ შეესაბამებოდა კლასიცისტური დრამის კანონებს, არ გამოქვეყბებულა. ლექსებში „გლოვა მეფისა ირაკლისა“ და „ტირუასა და ნიბლიას გაბაასება“ ალეგორიულად არის გამოხატული ავტორის თავგადასავალი, აგრეთვე ერეკლე მეფისა და სოლომონ ლიონიძის კონფლიქტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958;
  • მახათაძე ნ., გ. ფირალიშვილის ლექსი "გლოვა ირაკლი მეორისა", კრ.: ძველი ქართული ლიტერატურა, თბ., 1977;
  • მისივე, გ. ფირალიშვილის დრამა „ინდოეთის მემკვიდრე და სამშობლოსადმი სიყვარული“, კრ.: ლიტერატურული ძიებანი, თბ., 1983;
  • რუხაძე ტ., ძველი ქართული თეატრი და დრამატურგია, თბ., 1949;