გოგრიჭა
იერსახე
გოგრიჭა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Cephalanthera longifolia | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Cephalanthera Rich., 1818 | |||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||
|
გოგრიჭა (ლათ. Cephalanthera) — ბალახოვან მცენარეთა გვარი ჯადვარისებრთა ოჯახისა. ღერო სწორმდგომი და შეფოთლილია. ყვავილები მეწამული, თეთრი ან ყვითელია, შეკრებილია თავთავისებრ ყვავილედებში. იმტვერება ფუტკრების მეშვეობით, რომლებსაც იზიდავს ნექტრით მდიდარი სხვა სახეობის მცენარეების მსგავსი ყვავილებით („მოტყუებითი ატრაქტაცია“). ცნობილია დაახლოებით 15 სახეობა. გავრცელებული არიან ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაში, ერთი სახეობა (C. austinae) — ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილში.[1] საქართველოში გვხვდება C. damasonium, C. longifolia, C. rubra[2] და C. caucasica[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ефимов П. Г. Пыльцеголовник // Большая российская энциклопедия. т. 28. — М., 2015. — стр. 70.
- ↑ სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 516–518.
- ↑ Akhalkatsi, M.; Lorenz, R.; Mosulishvili, M.; Ekhvaia, J.. Cephalanthera caucasica. Georgian biodiversity database (2018-12-02). ციტირების თარიღი: 28 მაისი, 2021[მკვდარი ბმული]