გოგა ბითაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გოგა ბითაძე
ინდიანა პეისერსი
ცენტრი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 20 ივლისი, 1999 (1999-07-20) (20 წლის)
საგარეჯო, საქართველო
ეროვნება ქართველი
სიმაღლე 2.12 სმ სმ
წონა 114 კგ კგ
კარიერა
NBA-ის დრაფტი 2019 / რაუნდი: 1-ლი / არჩევა: მე-18
არჩეული ინდიანა პეისერსი
პროფესიონალური კარიერა 2015–დღემდე
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები

გოგა ბითაძე (დ. 20 ივლისი, 1999, საგარეჯო) — ქართველი კალათბურთელი, რომელიც ამჟამად თამაშობს NBA-ის „ინდიანა პეისერში“. მისი სიმაღლისა (212 სმ) და წონის (114 კგ) გათვალისწინებით თამაშობს ცენტრის პოზიციაზე.[1] 2019 წლის NBA-ის დრაფტზე მიიჩნევა პირველი რაუნდის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ.[2][3]

ადრეული ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა საგარეჯოში, აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქში.[4] მისი მამა იყო კალათბურთელი, რომელმაც კარიერა ტრამვის გამო დაასრულა.[5] მიუხედავად იმისა, რომ ბითაძეს ადრეულ ბავშვობაში არ უყურებია კალათბურთისათვის, მან 6 წლის ასაკში დაიწყო კალათბურთის თამაში რადგან საკუთარი თავი დაინახა როგორც „აქტიური და მაღალი“.[4] როდესაც ბითაძე შედარებით ჩართული გახდა კალათბურთში, იგი აღფრთოვანდა ქართველი კალათბურთელების ზაზა ფაჩულიასა და თორნიკე შენგელიას თამაშით, აგრეთვე NBA-ის ვარსკვლავებით, პაუ გასოლითა და შაკილ ო’ნილით.[4][6] 2013 წლის 31 მაისს, ბითაძემ 17 ქულა დააგროვა და ამ შედეგით დაეხმარა საკუთარი სკოლის გუნდს, ჰიუნდასის გორის მეთოთხმეტე ჩემპიონატში გამარჯვებაში.[7] იგი აგრეთვე სამი წელი თამაშობა საქართველოს 16 წლამდელთა ლიგაში. 2014-15 წლებში, ჰიუნდაისთან ერთად ჩატარებულ უკანასკნელ სეზონში ბითაძე საშუალოდ აგროვებდა 23.1 ქულას, 16.6 მოხსნას, 4.5 შედეგიან გადაცემასა და 3.8 დაფარებას.[8] კარიერის ადრეულ წლებში ბითაძე ვარჯოშობდა და იწვრთნებოდა ქართულის კლუბის, ვითა თბილისის უმცროს დივიზიონში.[9]

პროფესიონალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვითა თბილისი (2015-16)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015-16 წლების სეზონში ბითაძე ვითა თბილისთან ერთად თამაშობდა VTB-ის გაერთიანებულ ლიგაში.[10] ბითაძეს ლიგაში დებიუტი 16 წლის ასაკში ქონდა და შესაბამისად იგი ლიგის ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე.[11] 6 თამაშის განმავლობაში საშუალოდ თამაშობდა 13.8 წუთს; ამ დროში საშუალოდ აგროვებდა 2.8 ქულას, 1.7 მოხსნას და ო.7 დაფარებას.[12]

მეგა ბასკეთი (2016-დღემდე)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუდუჩნოსტი (2018-19)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 20 დეკემბერს მეგა ბემაქსმა ბითაძე გაანათხოვრა გუნდ ბუდუჩნოსტში, რომელიც მონტენეგროს ლიგაში, ABA ლიგასა და ევროლიგაში ასპარეზობდა.[13] იგი გუნდში დარჩენილი სეზონის გამნავლობაში ითამაშებდა.[14] 24 დეკემბერს, ბუდუჩნოსტის მაისურით ჩატარებულ პირველ თამაშში, მან დააგროვა 12 ქულა და 4 მოხსნა „Krka“-ის წინააღმდეგ, ABA ლიგაში.[15] ოთხი დღის შემდეგ შედგა ბითაძეს დებიუტი ევროლიგაში, სადაც მოიპოვა 17 ქულა, 7 მოხსნა და 4 დაფარება თუმცა გუნდი ბაიერნ მიუნხენთან ანგარიშით 93-88 მაინც დამარცხდა.[16] 2019 წლის 3 იანვარს მას კვლავ ძლიერი პერფომენსი ჰქონდა „ოლიმპია მილანოს“ წინააღმდეგ, სადაც სათადაგიროთა სკამიდან 23 ქულა, 8 მოხსნა და 3 დაფარება მოიპოვა; გუნდმა თამაშში 111-94 გაიმარჯვა.[17] 13 თამაშის შემდეგ, სეზონში ბითაძე საშუალოდ აგროვებდა 12.1 ქულას, 6.4 მოხსნას და 2.3 დაფარებას; ამ შედეგით მან მოიპოვა ევროლიგის ამომავალი ახალგაზრდა ვარსკვლავის ჯილდო.[18]

კარიერა ეროვნულ ნაკრებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბითაძე პირველად გამოიძახეს ევრობასკეტ 2017-ზე, მაგრამ ტრამვის გამო მთელი ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია. მიუხედავად ამისა, იგი ამბობდა, რომ მოედნის გარედანაც ბევრის სწავლა მოახერხა ვეტერანი კალათბურთელების, ზაზა ფაჩულიასა და გიორგი შერმადინისაგან.[19] 2017 წლის 24 ნოემბერს შედგა ბითაძის დებიუტი 2019 წლის FIBA-ის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში; 17 წუთში მან 4 ქულის მოპოვება მოახერხა.[19][20]


კარიერული სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეგენდა
  GP ნათამაშები თამაშები   GS  სასტარტოში იყო  MPG  დრო თითოეულ თამაშში (წუთებში)
 FG%  სროლის პროცენტი  3P%  3-ქულიანების სროლის პროცენტი  FT%  საჯარიმო სროლის პროცენტი
 RPG  მოხსნა თითოეულ თამაშში  APG  შედეგიანი გადაცემა თითოეულ თამაშში  SPG  ჩაჭრა თიოეულ თამაშში
 BPG  ბლოკი თითოეულ თამაშში  PPG  ქულა შითოეულ თამაშში  Bold  კარიერის უმაღლესი მაჩვენებელი

ადგილობრივი ლიგა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი გუნდი GP GS MPG FG% 3P% FT% RPG APG SPG BPG PPG
2015–16 ვითა თბილისი (VTB ლიგა) 6 2 13.8 .316 .500 .500 1.7 .7 .5 .7 2.8
2016-17 სმედერევო (სერბეთის ლიგა) 19 8 19.0 .621 .357 .622 4.4 .7 .4 1.2 106
2017-18 მეგა ბასკეტი (ადრიატიკის ლიგა) 22 22 23.4 .544 .222 .672 6.9 1.0 .7 2.1 11.8
2017-18 მეგა ბასკეტი (სერბეთის ლიგა) 12 12 24.3 .643 .235 .593 6.7 1.0 1.2 1.6 15.9
2018-19 მეგა ბასკეტი (ადრიატიკის ლიგა) 11 11 28.4 .645 .417 .684 7.9 1.2 .6 2.5 20.2
2018-19 ბუდუჩნოსტი (ადრიატიკის ლიგა) 19 6 20.4 .604 .400 .626 4.8 .5 .5 1.3 10.4
კარიაერის მანძილზე 89 61 21.6 .562 .355 .616 5.4 0.9 .7 1.6 12.0

ევროლიგა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი გუნდი GP GS MPG FG% 3P% FT% RPG APG SPG BPG PPG
2018-19 ბუდუჩნოსტი 13 4 24.1 .597 .313 .714 6.4 1.2 .5 2.3 12.1
კარიაერის მანძილზე 13 4 24.1 .597 .313 .714 6.4 1.2 .5 2.3 12.1

ეროვნული გუნდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყარო[21]

წელი ტურნირი GP GS MPG FG% 3P% FT% RPG APG SPG BPG PPG
2019 2019 წლის FIBA-ის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპი 10 - 22.0 .455 .238 .612 5.9 .9 1.1 1.6 11.5

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Goga Bitadze. Eurospects. წაკითხვის თარიღი: 6 February 2019.
  2. Kalbrosky, Bryan. 2019 aggregate NBA mock draft 4.0: Murray State's Ja Morant is Top 3. HoopsHype (22 January 2019). წაკითხვის თარიღი: 6 February 2019.
  3. Woo, Jeremy. 2019 NBA Mock Draft 3.0: Zion Williamson Remains on Top, Ja Morant Continues to Skyrocket (30 January 2019). წაკითხვის თარიღი: 6 February 2019.
  4. 4.0 4.1 4.2 Hein, David. Bitadze goes from land of wrestlers to talent-developing Mega. Euroleague Basketball Next Generation Tournament (21 April 2017). წაკითხვის თარიღი: 30 January 2019.
  5. Simonishvili, Vazha. NBA-ის კემპი, იოკიჩი, ფაჩულია - ინტერვიუ გოგა ბითაძესთან Georgian. SportAll (25 June 2017). წაკითხვის თარიღი: 30 January 2019.
  6. Bitadze, Goga, and Jonathan Givony. (12 September 2016). Goga Bitadze Interview from NBA Basketball Without Borders Europe Camp. [Video]. Finland: DraftExpress. https://www.youtube.com/watch?v=kZrf8aEjZfY.
  7. 1-ელი ექსპერიმენტალური სკოლის გუნდი "ჰიუნდაი" ჩემპიონია! Georgian. Georgian Basketball Federation (31 May 2013). წაკითხვის თარიღი: 30 January 2019.
  8. Goga Bitadze. Georgian Basketball Federation. წაკითხვის თარიღი: 30 January 2019.
  9. Fernández, Marcos. Conoce al pívot georgiano Goga Bitadze: la sensación del Adidas Next Generation Spanish. Gigantes del Basket (22 May 2017). წაკითხვის თარიღი: 30 January 2019.
  10. Goga Bitadze Player Profile. RealGM. წაკითხვის თარიღი: 31 January 2019.
  11. Kharazov, Levan. გოგა ბითაძე სერბულ "მეგა ლეკსში" გადავიდა Georgian. MySports (2 December 2015). წაკითხვის თარიღი: 31 January 2019.
  12. Goga Bitadze. VTB United League. წაკითხვის თარიღი: 31 January 2019.
  13. Buducnost adds young star Bitadze. EuroLeague (20 December 2018). წაკითხვის თარიღი: 4 February 2019.
  14. Bitadze on loan in Buducnost until the end of ABA League. Mega Basket (20 December 2018). წაკითხვის თარიღი: 5 February 2019.
  15. Buducnost 64, Krka Novo Mesto 69. RealGM (24 December 2018). წაკითხვის თარიღი: 5 February 2019.
  16. Bayern rallies from 17 down, overcomes Buducnost. EuroLeague (28 December 2018). წაკითხვის თარიღი: 5 February 2019.
  17. Milan blasts Buducnost with record scoring performance. EuroLeague (3 January 2019). წაკითხვის თარიღი: 5 February 2019.
  18. Goga Bitadze named EuroLeague Rising Star. EuroHoops (7 May 2019). წაკითხვის თარიღი: 16 May 2019.
  19. 19.0 19.1 Facing Raduljica, Zirbes helps Bitadze become big future hope for Georgia. FIBA (12 January 2018). წაკითხვის თარიღი: 6 February 2019.
  20. Georgia 70, Germany 79. RealGM (24 November 2017). წაკითხვის თარიღი: 6 February 2019.
  21. Goga Bitadze - FIBA Europe. წაკითხვის თარიღი: 24 April 2019.