გოალდის მეჩეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გოალდის მეჩეთი (27628998360).jpg
გოალდის მეჩეთი
გოალდის მეჩეთი (360 პანორამა).

გოალდის მეჩეთი — შუა საუკუნეების პერიოდის ერთ-ერთი ჩვენამდე მოღწეული მონუმენტი ბანგლადეშში, სონარგაონის უპაზილაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეჩეთი დაარსდა 1705 წელს აბდულ ჰამიდის მიერ დიდ მოგოლთა იმპერატორ აურანგზების მმართველობის დროს. ერთგუმბათიანი დახვეწილი გოალდის მეჩეთი წარმოადგენს ძველი დედაქალაქის მცირე რაოდენობით გადარჩენილ ძეგლებს შორის მოგოლებამდელი პერიოდის არქიტექტურის ყველაზე შთამბეჭდავ და საუკეთესო მაგალითს. მის გვერდით დგას 1519 წელს აგებული კიდევ ერთი მეჩეთი.

ეს მეჩეთი წარმოადგენს სულთან ჰუსეინ შაჰის მმართველობის პერიოდის ძეგლს. იგი XVI საუკუნის დასაწყისიში ააგო მოლა ჰიზბარ აქბარ ხანმა ალაუდინ ჰუსეინ შაჰის მმართველობის დროს გოალდიში. სონარგაონი მაშინ იყო აღმოსავლეთ ბენგალიის შუა საუკუნეების მუსლიმი მმართველების ადმინისტრაციული ცენტრი. მოგვიანებით ის გახდა ბენგალიის დედაქალაქი. იგი მდებარეობს თანამედრვოვე ბანგლადეშის ნარაიანგანჯის რაიონში. ეს მეჩეთი კი უფრო მეტად ელეგანტური და მდიდრულად შემკულია სულთანატის პერიოდის ადრინდელ მეჩეთებთან შედარებით ბაგერჰათში.

არქიტექტურული თავისებურებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოალდის მეჩეთი წარმოადგენს ბენგალიის „დახურული კვადრატული ტიპის“ მეჩეთების საუკეთესო მაგალითს, რომელიც გამოირჩევა კუბის ფორმის სამლოცველოთი კუთხოვანი კოშკებით და შესასვლელებით ყველა მხარეს გარდა ქიბლას კედლისა. ერთი გუმბათი ფარავს მეჩეთს. კედლის ბოლოებში ჩადგმული ოთხი წრიული ფორმის კოშკი გამოყოფს მეჩეთის კუთხეებს. სახურავი დახრილია ფაქიზად. კუთხის მრგვალი კოშკები არის ჩვეულებრივი რვაწახნაგა კუთხის კოშკებისაგან გადახვევის მცდელობა. ეს არის დაკას რაიონში კუთხის წრიული კოშკების ერთადერთი მაგალითი. შიდა ფასადი გამოირჩევა მცირე ყვავილოვანი ორნამენტებით.

აღმოსავლეთის ფასადი გამოირჩევა სამი თაღოვანი შესასვლელით. თაღები ორივე მხრიდან მოპირკეთებულია დახვეწილი რელიეფური სწორკუთხოვანი პანელებით, რომელიც წარმოადგენს პატარა ნიშებს ორნამენტული დასაკიდი ფანრებით. ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადებზე, ასევე, გამოსახულია სამ-სამი თაღი. თუმცა, ამათგან, მხოლოდ ცენტრალური თაღები არის ღია შესასვლელი, დანარჩენი გვერდითი თაღები ფორმალურია.

კუბის ფორმის სამლოცველო ოთახის კედლები არის 7,57 მ. სიგრძის, სიმაღლე კი 2 მ. გუმბათი ეყრდნობა პილასტრებს, რომელთა რაოდენობა თითოეულ კედელზე ორია. ქიბლას კედელზე სამი მიჰრაბია. XVI საუკუნეში შავი ბაზალტის გამოყენება ცენტრალური მიჰრაბისათვის ჩველებრივი პრაქტიკა იყო. იგი გაფორმებულია ლამაზი, რთული ორნამენტებით, რომელიც შესრულებულია ორნამენტული ჩამოკიდებული ნათურის მოტივებით. ორი გვერდითი მიჰრაბი იმავე სტილით არის მორთული, მაგრამ შავი ბაზალტის ნაცვლად ისინი შესრულებულია აგურისა და თხელი თიხისაგან. აქვე გვხვდება ლოტოსის მოტივები, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ინდუიზმის ღმერთ სურიასთან.

მეჩეთის დღევანდელი სახე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეჩეთის მდგომარეობა ამ ეტაპზე არასახარბიელოა: ქიბლას კედლის გარდა, მთელი მეჩეთი დაინგრა გუმბათის ჩათვლით. 1975 წელს ბანგლადეშის არქეოლოგიისა და მუზეუმების დეპარტამენტმა ჩაატარა რესტავრაცია. ამ ეტაპზე, ეს პატარა, მშვენიერი მეჩეთი აღდგენილია მისი თავდაპირველი დიზაინის მიხედვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აჰმედ, ნაზიმუდინი. 1984. აღმოაჩინეთ ბანგლადეშის ძეგლები. დაკა: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 155, 156.
  • ასჰერი, კეტრინ ბ. 1984. ძირითადი ძეგლების ინვენტარი. ხელოვნებისა და არქეოლოგიური კვლევის ფურცლები: ბენგალური ისლამური მემკვიდრეობა. პარიზი: იუნესკო, 133.
  • ჰასანი, საიდ მაჰმუდული. 1984. მეჩეთის კლასიფიკაცია სახმელეთო გეგმის მიხედვით. ხელოვნებისა და არქეოლოგიური კვლევის ფურცლები: ბენგალური ისლამური მემკვიდრეობა. პარიზი: იუნესკო, 141, 144.
  • ჰასანი, ფერვინი. 1984. დაკას დისტრიქტის რვა სასულთნო მეჩეთი. ხელოვნებისა და არქეოლოგიური კვლევის ფურცლები: ბენგალური ისლამური მემკვიდრეობა. პარიზი: იუნესკო, 186.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: