გნოლქათამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გნოლქათამა
გნოლქათამა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Falcipennis falcipennis

გნოლქათამა (ლათ. Falcipennis falcipennis) — ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. წონა 600 გრამს აღწევს. შეფერილობის ძირითადი ტონებია მურა, შავი და თეთრი. გარეგნულად როჭოს ჰგავს, მამალს მომქნევი ფრთების ბოლოები შევიწროებული აქვს. გავრცელებულია იმიერბაიკალეთში, იაკუტიის სამხრეთ რაიონებში, ოხოტის ზღვის სანაპიროზე, უსურიის მხარეში, კუნძულ სახალინზე. ცხოვრობს წიწვიანსა და შერეულ ტყეებში. ბუდეს იკეთება მიწაზე, ხის ძირში. მაის-ივნისში დებს 8 კვერცხს. იკვებება კენკრით, ფოთლებით, ყლორტებით, ზამთარში - წიწვებით. გვხვდება ყველგან მცირე რაოდენობით და აქვს ადგილობრივი სანადირო მნიშვნელობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჟორდანია რ., ქსე, ტ. 3, გვ. 193, თბ., 1978