გლუხოვოს ღვთისმშობლის კვართის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გლუხოვოს ღვთისმშობლის კვართის ეკლესია


ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა გლუხოვო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 2009

გლუხოვოს ღვთისმშობლის კვართის ეკლესია (რუს. Покровская церковь) — მოქმედი მართლმადიდებლური ეკლესია ნიჟნი-ნოვგოროდის დივეევოს რაიონის სოფელ გლუხოვოში. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა 2009-2010 წლებში. ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია ააგეს 1731 წელს პეტრე აგრამკოვის ფინანსებით[1].

1936 წელს საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით გლუხოვოს ეკლესია დახურეს, ხოლო მასში მომსახურე სასულიერო პირები დააპატიმრეს და გადაასახლეს. ეკლესიის შენობას იყენებდა სტალინის სახელობის კოლმეურნეობა საწყობად, ხოლო 1940 წლის 8 ივნისს რაიონული აღმასკომის გადაწყვეტილებით მასში განათავსეს ელექტროსადგური[2][3]. მოგვიანებით მოხერხებული გამოყენების მიზნით ეკლესიის კარი გააფართოვეს. 1947 წლის აღდგომის დღესასწაულზე ეკლესია ჩამოინგრა და სარძიკვლამდე გადაასწორეს. სამრეკლო ისევ იდგა, მაგრამ 1984 წელს ძლიერი წვიმის დროს, სადენი დაეცა და დაიწვა[2].

2001 წელს ნიჟნი-ნოვგოროდელმა ალექსი სილაევმა იყიდა გლუხოვოს სახლი, შეარემონტა სამრეკლოს გუმბათი[2]. 2003 წელს სოფელს ესტუმრა ცოტა ხნით ადრე ეპისკოპოსად დანიშნული გიორგი[4]. 2004 წელს რამდენიმე ქალმა ვალენტინა გოლიაკოვას მეთაურობით ჩამოაყალიბა საეკლესიო საზოგადოება[2]. დაგეგმეს აეშენებინათ მცირე ხის ეკლესია[2][4]. სოფლის მოსახლეობამ დახმარების თხოვნით ეპარქიას მიმართა. ერთ-ერთი ძირითადი შემომწირველი გახდა ნოვიკომბანკის პრეზიდენტი ილია გუბინი, რისთვისაც დააჯილდოვეს სერაფიმ საროველის მესამე ხარისხის ორდენით. ეკლესიის პროექტი შეიმუშავა საეკლესიო არქიტექტორმა და რესტავრატორმა ანდრეი აპისიმოვმა. სამშენებლო სამუშაოებს სათავეში ჩაუდგა მღვდელი იგორ ბორისოვი. 2009 წლის 21 ივლისს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის გამოცხადების დღესასწაულზე მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ ტაძრის ფუნდამენტში სამხსოვრო კაფსულა ჩადო[5][6].

2010 წლიდან ტაძრის წინამძღვარი გახდა იგორ ბორისოვი[7]. 2010 წლის 14 სექტემბერს მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ საკურთხეველი აკურთხა ელია წინასწარმეტყველის სახელზე[8]. ამავე დღეს ტაძარში აღავლინეს საღვთო ლიტურგია[2]. 2010 წლის დეკემბერში დაამონტაჟეს კანკელი.

2012 წლის 23 თებერვალს ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ ეკლესიის ეგვტერი აკურთხა ალექსი ღვთისკაცის სახელზე[9] .

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Храм Покрова. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-25. ციტირების თარიღი: 2011-08-16.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Высоцкая, Светлана. (№ 18 (183) за 2010 год) В Покровском храме села Глухово освящен первый придел. Нижегородские епархиальные ведомости. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-25. ციტირების თარიღი: 2011-08-16.
  3. Ответ архива. Храм Покрова. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-25. ციტირების თარიღი: 2011-08-16.
  4. 4.0 4.1 Преосвященнейший Георгий, епископ Нижегородский и Арзамасский совершил объезд храмов Дивеевского благочиния, находящихся по дороге в г. Арзамас. Нижегородская епархия (13 декабря 2003 года). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-29. ციტირების თარიღი: 2011-01-02.
  5. Фролов, Александр. (14 октября 2009 года) На звоннице строящегося храма в селе Глухово будут установлены уникальные колокола (фото, видео). Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-25. ციტირების თარიღი: 2011-08-16.
  6. Ермолина, Анна. (21 июля 2009 года) Архиепископ Георгий заложил памятную капсулу в основание нового храма в селе Глухово (фото, видео)). Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-25. ციტირების თარიღი: 2011-08-16.
  7. Указ № 137 от 25 февраля 2010 года. Архиепископ Нижегородский и Арзамасский Георгий. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-24. ციტირების თარიღი: 2011-08-16.
  8. Архиепископ Георгий освятил придел Илии Пророка Покровского храма в селе Глухово Дивеевского района (видео). Телекомпания «Образ» (14 сентября 2010 года). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-25. ციტირების თარიღი: 2011-08-16.
  9. В Покровском храме села Глухово Дивеевского района освящен придел в честь преподобного Алексия, человека Божиего (фото). Нижегородская епархия (23 февраля 2012 года). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-25. ციტირების თარიღი: 2012-02-27.