Glovo

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გლოვო)
Glovo
ტიპი მიტანის სერვისი
დაფუძნდა 2015
დამაარსებელი ოსკარ პიერი, საჩა მიჩუადი
სათავო ოფისი ბარსელონა, ესპანეთი
თანამშრომელი 8000+
საიტი www.glovoapp.com

Glovo (ქართ. გლოვო) — ესპანური სტარტაპი, რომელიც 2015 წელს ბარსელონაში დაფუძნდა. წარმოადგენს მიტანის სერვისს აპლიკაციაში შეკვეთის გაკეთების საფუძველზე. სერვისს საათზე ნაკლებ პერიოდში ახორციელებენ დამოუკიდებელი კურიერები, სახელად „გლოვერები“. სერვისი ამჟამად ხელმისაწვდომია შემდეგ ქვეყნებში: ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, იტალია, რუმინეთი, თურქეთი, საქართველო, უკრაინა, ეგვიპტე, მაროკო, ჩილე, არგენტინა, ურუგვაი, ბრაზილია, პერუ, კოსტა-რიკა, პანამა, გვატემალა, დომინიკელთა რესპუბლიკა. აპლიკაცია უფასოდ არის ხელმისაწვდომი iOS App Store-სა და Play Store-ში. გარდა ამისა, შესაძლებელია საიტიდან შეკვეთაც.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეუკვეთონ ნებისმიერი ნივთი, რაც მოტოციკლზე მოთავსდება. პროდუქტების ტიპებს შორის არის საკვები, მედიკამენტები და ა. შ. მას შემდეგ, რაც Glovo-ზე შეკვეთას გააკეთებთ, მომხმარებელი გეოლოკაციის საშუალებით ხედავს, რომელ გლოვერს მიაქვს მასთან შეკვეთა და სად იმყოფება კონკრეტულ მომენტში. გლოვერთა აბსოლუტური უმრავლესობა მოტოციკლსა და ველოსიპედს იყენებს.

ქვეყნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ესპანეთი
  • საფრანგეთი
  • პორტუგალია
  • იტალია
  • რუმინეთი
  • თურქეთი
  • საქართველო
  • უკრაინა
  • ეგვიპტე
  • მაროკო
  • ჩილე
  • არგენტინა
  • ურუგვაი
  • ბრაზილია
  • პერუ
  • კოსტა-რიკა
  • პანამა
  • გვატემალა
  • დომინიკელთა რესპუბლიკა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Glovo&oldid=4559574“-დან