შინაარსზე გადასვლა

გლიობლასტომა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გლიობლასტომა
გლიობლასტომა. მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულება.
დარგი ონკოლოგია, ნეიროქირურგია
სიმპტომები საწყის ეტაპზე არასპეციფიკური, თავის ტკივილები, ხასიათის ცვლილება, გულისრევა, ინსულტის მსგავსი სიმპტომები[1]
დადგომის დრო ~ 64 წელი [2][3]
გამომწვევი გაურკვეველი[2]
რისკფაქტორები გენეტიკური დაავადებები (ნეიროფიბრომატოზი, ლი-ფრაუმენის სინდრომი), წარსულში ჩატარებული სხივური თერაპია[2][3]
დიაგნოსტიკა კტ, მრტ, ქსოვილის ბიოფსია[1]
პროფილაქტიკა უცნობი[3]
მკურნალობა ქირურგია, ქიმიოთერაპია, რადიაცია[3]
სამკურნალო საშუალება თემოზოლომიდი, სტეროიდები[1][4]
სიხშირე 3 შემთხვევა ყოველ 100,000-ში ყოველწლიურად[3]

გლიობლასტომა, ასევე ცნობილი, როგორც მულტიფორმული გლიობლასტომა (GBM) — თავის ტვინის კიბოს ყველაზე აგრესიული სახეობა.[5] დასაწყისში გლიობლასტომის ნიშნები და სიმპტომები არასპეციფიკურია.[1] შეიძლება იწვევდეს თავის ტკივილს, განწყობის ცვლილებას, გულისრევას, გულყრასა და ინსულტის მსგავს სიმპტომებს.[1] კლინიკური ნიშნები ხშირად სწრაფად უარესდება და შეიძლება გონების დაკარგვაშიც კი გადაიზარდოს.[2]

გლიობლასტომის შემთხვევების უმეტესობის გამომწვევი მიზეზი უცნობია.[2] იშვიათი რისკ-ფაქტორებია გენეტიკური დარღვევები, როგორებიცაა ნეიროფიბრომატოზი და ლი-ფრაუმენის სინდრომი, და წარსულში ჩატარებული სხივური თერაპია.[2][3] გლიობლასტომები ტვინის სიმსივნეთა 15%-ს შეადგენს.[1] შეიძლება განვითარდეს როგორც ტვინის ნორმალური უჯრედებიდან, ასევე არსებული დაბალი ხარისხის ასტროციტომიდან.[6] დიაგნოზი, როგორც წესი, ისმება კომპიუტერული ტომოგრაფიის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის და ქსოვილის ბიოფსიის კომბინაციით.[1]

კიბოს პრევენციის ცნობილი მეთოდი არ არსებობს.[3] მკურნალობა, როგორც წესი, ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს, რის შემდეგაც გამოიყენება ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია.[3] მედიკამენტი ტემოზოლომიდი ხშირად გამოიყენება ქიმიოთერაპიაში.[3][4][7] შეშუპებისა და სიმპტომების შესამსუბუქებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას სტეროიდების მაღალი დოზები.[1] ქირურგიული ჩარევა ახანგრძლივებს სიცოცხლეს.[8]

მკურნალობის მიუხედავად, კიბო, როგორც წესი, რეციდივს განიცდის.[3] დიაგნოზის დასმის შემდეგ გადარჩენის ტიპური ხანგრძლივობა 12-დან 15 თვემდეა, ხუთ წელზე მეტხანს 3-დან 7%-მდე ადამიანი ცოცხლობს.[2][9] მკურნალობის გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობა, როგორც წესი, სამი თვეა.[10] ეს არის ყველაზე გავრცელებული კიბო, რომელიც იწყება ტვინში და მეორე ყველაზე გავრცელებული ტვინის სიმსივნე მენინგიომის შემდეგ.[5][11] ყოველწლიურად დაავადება დაახლოებით 100 000 ადამიანიდან 3-ს უვითარდება.[3] ის ყველაზე ხშირად დაახლოებით 64 წლის ასაკში იწყება და უფრო ხშირად მამაკაცებში გვხვდება, ვიდრე ქალებში.[2][3] იმუნოთერაპია, როგორც კიბოს მკურნალობის მეთოდი, შესწავლილია.[12]

  1. 1 2 3 4 5 6 7 8 Young RM, Jamshidi A, Davis G, Sherman JH (June 2015). „Current trends in the surgical management and treatment of adult glioblastoma“. Annals of Translational Medicine. 3 (9): 121. doi:10.3978/j.issn.2305-5839.2015.05.10. PMC 4481356. PMID 26207249.
  2. 1 2 3 4 5 6 7 8 (2014) „Chapter 5.16“, World Cancer Report 2014. World Health Organization. ISBN 978-9283204299. 
  3. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 Gallego O (August 2015). „Nonsurgical treatment of recurrent glioblastoma“. Current Oncology. 22 (4): e273-81. doi:10.3747/co.22.2436. PMC 4530825. PMID 26300678.
  4. 1 2 Hart MG, Garside R, Rogers G, Stein K, Grant R (April 2013). „Temozolomide for high grade glioma“. The Cochrane Database of Systematic Reviews. 4 (4): CD007415. doi:10.1002/14651858.CD007415.pub2. PMC 6457743. PMID 23633341.
  5. 1 2 Bleeker FE, Molenaar RJ, Leenstra S (May 2012). „Recent advances in the molecular understanding of glioblastoma“. Journal of Neuro-Oncology. 108 (1): 11–27. doi:10.1007/s11060-011-0793-0. PMC 3337398. PMID 22270850.
  6. (2014) „Chapter 3.8“, World Cancer Report 2014. World Health Organization. ISBN 978-9283204299. 
  7. Khosla D (February 2016). „Concurrent therapy to enhance radiotherapeutic outcomes in glioblastoma“. Annals of Translational Medicine. 4 (3): 54. doi:10.3978/j.issn.2305-5839.2016.01.25. PMC 4740000. PMID 26904576.
  8. Van Meir EG, Hadjipanayis CG, Norden AD, Shu HK, Wen PY, Olson JJ (2010). „Exciting new advances in neuro-oncology: the avenue to a cure for malignant glioma“. Ca. 60 (3): 166–93. doi:10.3322/caac.20069. PMC 2888474. PMID 20445000.
  9. Ostrom QT, Cioffi G, Gittleman H, Patil N, Waite K, Kruchko C, Barnholtz-Sloan JS (November 2019). „CBTRUS Statistical Report: Primary Brain and Other Central Nervous System Tumors Diagnosed in the United States in 2012-2016“. Neuro-Oncology. 21 (Supplement_5): v1–v100. doi:10.1093/neuonc/noz150. PMC 6823730. PMID 31675094.
  10. Schapira, Anthony H.V. (2007). Neurology and clinical neuroscience. Philadelphia: Mosby Elsevier, გვ. 1336. ISBN 9780323070539. 
  11. McNeill KA (November 2016). „Epidemiology of Brain Tumors“. Neurologic Clinics. 34 (4): 981–998. doi:10.1016/j.ncl.2016.06.014. PMID 27720005.
  12. With Immunotherapy, Glimmers of Progress against Glioblastoma (9 December 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 December 2015. ციტირების თარიღი: 23 December 2015