გლიზე 581 e

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პლნეტა «გლიზე 581 ე»-ს წარმოსახვითი ნახატი

გლიზე 581 ე (ინგლ. Gliese) — მეოთხე ეგზოპლანეტა, რომელიც აღმოაჩინეს გლიზე 581-ის გარშემო 2009 წლის 21 აპრილს. გლიზე 581 წარმოადგენს M3V ტიპის წითელ ჯუჯა ვარსკვლავს, რომელიც პლანეტა დედამიწიდან 20 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს სასწორის თანავარსკვლავედში. გლიზე 581 ე-ს საერთო მასა მინიმუმ 1,9 დედამიწის მასის ტოლია. ეს არის ყველაზე მცირე ზომის ნორმალური ვარსკვლავის გარშემო მოძრავი ეგზოპლანეტა, მასით ყველაზე მსგავსი დედამიწასთან, რომლის ორბიტა დედავარსკვლავისაგან დაშორებულია 0,03 ასტრონომიული ერთეულით. ამ პლანეტას, სავარაუდოდ, არ გააჩნია ატმოსფერო მისი მაღალი ტემპრატურის, მცირე ზომისა და ძლიერი ვარსკვლავური რადიაციის გამო[1][2][3][4].

აღმოჩენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პლანეტა „გლიზე 581 e“ აღმოაჩინა მეცნიერ მიშელ მაიორის ჯგუფმა, ჟენევის ობსერვატორიაში, (შვეიცარია). მკვლევარებმა გამოიყენეს მაღალი სიზუსტის სხივის სიჩქარის პლანეტის მაძიებელი ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის (ესო) 3,6 მეტრიანი ტელესკოპი. კვლევები ტარდებოდა ლა სილას ობსერვატორიაში, ჩილეში. აღმოჩენა გამოცხადდა 2009 წლის 21 აპრილს. მაიორის ჯგუფმა გამოიყენა სხივური სიჩქარის მეთოდი, რომელიც განსაზღვრავს ორბიტის სიდიდესა და პლანეტის მასას დედა ვარსკვლავის გრავიტაციაზე დაყრდნობით[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: