გლენ ოფ იმაალ ტერიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
გლენ ოფ იმაალ ტერიერი
წარმოშობის ქვეყანა ირლანდია
თვისებები
წონა 15,5-16,5 კგ.
სიმაღლე 35,5-36,5 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
13-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

გლენ ოფ იმაალ ტერიერი (ირლ. Glen of Imaal terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ირლანდიაში XVIII საუკუნეში.

უცნობი წარმომავლობის ტერიერების ეს ძველი ჯიში აღმოსავლეთ ირლანდიის უიქლოუს საგრაფოს იმაალის დაბლობის სახელს ატარებს. ძლიერი, ამტანი და ნაკლებმომთხოვნი, გლენ ოფ იმაალ ტერიერი იდეალურია მელაზე და მაჩვზე სანადიროდ. ირლანდიური ტერიერებიდან ყველაზე იშვიათ გლენ ოფ იმაალ ტერიერს ისეთივე ძლიერი ხასიათი აქვს, როგორც ამ საფუძველზე გამოყვანილ სხვა "გლეხურ" ძაღლებს. სანამ შესაძლებელი გახდა გლენისთვის "კარგი მანერების" სწავლება, ის მელიების და მაჩვების რისხვა იყო, თავისი ძლიერი და კომპაქტური აღნაგობის გამო ის თავის მსხვერპლს სოროებში ესხმოდა თავს და სასიკვდილო ბრძოლაში ერთვებოდა. გლენს მებრძოლი ძაღლის სახითაც იცნობენ (ინგლისისგან განსხვავებით, სადაც ძაღლების ბრძოლები დახურულ შენობაში იმართებოდა, ირლანდიაში ეს სანახაობა ღია ცის ქვეშ ეწყობოდა).

გამოფენებზე გლენი პირველად 1933 წელს გამოჩნდა. დღესდღეობით ეს შედარებით მშვიდი, პატრონის ერთგული კომპანიონია, თუმცა სხვა ძაღლებთან ჩხუბს თავს არასოდეს არიდებს. გლენ ოფ იმაალ ტერიერი კარგად ეგუება ქალაქის პირობებს და სიცივეს. არ სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა, კარგი მოდარაჯეა. აქვს უხეში, საშუალო სიგრძის ბალანი, რომლის შეფერილობა შეიძლება იყოს ხორბლისფერი, ჟღალი ვეფხვისებრი, მოცისფრო ნაცრისფერი, მუქი ვეფხვისებრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]