გლედის კუპერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გლედის კუპერი

კუპერი 1913 წელს
დაბადების სახელი გლედის კონსტენს კუპერი
დაბადების თარიღი 18 დეკემბერი, 1888
ლონდონი, ინგლისი
გარდაცვალების თარიღი 17 ნოემბერი, 1971 (82 წლის)
ოქსფორდშირი, ინგლისი
ეროვნება ინგლისელი
მოქალაქეობა ინგლისის დროშა ინგლისი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1905–1971
მეუღლე(ები) ჰერბერტ ჯონ ბაკმასტერი (იქ. 1908–21)
ნევილ პირსონი (იქ. 1927–36)
ფილიპ მერივეილი (იქ. 1937–46)

დეიმ გლედის კონსტენს კუპერი (ინგლ. Dame Gladys Constance Cooper; დ. 18 დეკემბერი, 1888 — გ. 17 ნოემბერი, 1971) — ინგლისელი მსახიობი, რომლის კარიერა სცენაზე, ფილმებში და ტელევიზიაში სამოცდაათ წელს მოიცავს.

პირველ მსოფლიო ომამდე მონაწილეობას იღებდა მუნჯ ფილმებში და თამაშობდა დრამატულ როლებს. 1930-იან წლებში სისტემატიურად თამაშობდა როგორც ბროდვეის თეატრში, ასევე „West End“-ის თეატრში. კუპერმა დიდი წარმატება მოიპოვა სხვადასხვა პერსონაჟების როლების შესრულებით. 1943 წელს ითამაშა ბიოგრაფიულ დრამაში, „ბერნადეტის სიმღერა“, 1964 წელს გადაიღეს კომედიურ მიუზიკლში, „ჩემი მშვენიერი ლედი“, ხოლო 1942 წელს მონაწილეობა მიიღო ამერიკულ დრამაში, „წინ მოგზაურო“. აღნიშნული როლების შესრულებისთვის კუპერმა აიღო სამი ოსკარის ნომინაცია, საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში. 1950-იანი წლებიდან 1960-იან წლებამდე თამაშობდა როგორც სცენაზე, ასევე ეკრანზე. მან სცენაზე ვარსკვლავობა სიცოცხლის ბოლომდე გააგრძელა.

ადრეული ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი ამერიკელი მსახიობი გლედი კუპერი დაიბადა 1888 წლის 18 დეკემბერს, ლევისჰემში, ლონდონში. იყო ჩარლზ უილიამ ფრედერიკ კუპერის (1844-1939) და მაბელ ბარნეტის (1861-1944) უფროსი ქალიშვილი. მისი ორი უმცროსი დები იყვნენ: დორის მაბელი (1891-1987) და გრეის მურიელი (1893-1982). მწერალი, ჰენრი ჯონ კუპერი იყო გლედისის ნახევარ-ძმა.[1] კუპერმა მთელი ბავშვობა დასავლეთ ლონდონის რაიონში, ჩისვიკში გაატარა, სადაც მისი ოჯახი მაშინ გადავიდა, როდესაც კუპერი ჯერ კიდევ ჩვილი იყო.

1905 წელს პირველად გამოჩნდა სცენაზე, მიუზიკლში „ბლუბელი ზღაპრულ ქვეყანაში“, სადაც მან ითამაშა ბრიტანელ მსახიობთან, სეიმოურ ჰიკთან ერთად. 1906 წელს ლედი სვენის როლი ითამაშა ლონდონში, მიუზიკლურ კომედიაში „The Belle of Mayfair“. მოგვიანებით, მავისის როლი მოირგო დადგმაში, „Babes in the Wood“. მომავალ წელს, ევას როლი ითამაშა, კომედიურ მიუზიკლში, სახელწოდებით „გოტენბერგის გოგოები“. 1908 წელს მსახიობი გამოჩნდა მიუზიკლში, „ჰავანა“. მომავალ წელს, კომედიურ მიუზიკლში, „ჩვენი მისის გიბსი“-ში ითამაშა ლედი კონის როლი. ის მოგვიანებით, კიდევ ერთხელ წავიდა სეიმოურ ჰიკთან ერთად გასტროლებში. ითამაშა სპექტაკლში, „პაპას ცოლი“. შემდეგ, სედი ვონ ტრომპის როლი მოირგო სამ-აქტიან მიუზიკლში, „The Dollar Princess“. 1911 წელს გამოჩნდა ოსკარ უაილდის პროდუქციაში, „გულწრფელად ყოფნის მნიშვნელობა“, ასევე ითამაშა ჯორჯ ბერნანდ შოუს ოთხ-აქტიან დრამაში, „კაცი და სუპერმენი“. შემდეგ წელს, სხვა სპეტაკლებს შორის მურიელ პიმი ითამაშა „ეტაპებში“. რომელიც ლონდონის პატარა თეატრში დაიდგა. 1913 წელს დორას როლი ითამაშა „დიპლომატია“-ში. აღნიშნული სპექტაკლი ვესტმინსტერის ქალაქში, „Wyndham's Theatre“-ში დაიდგა. ამ წელს, ტიტულოვანი როლი მოირგო, სპექტაკლში „პამელას დევნა“.[2]

კუპერი 1910-იან წლებში

1913 წელს კუპერი პირველად გამოჩნდა ფილმში, „The Eleventh Commandment“. აპირებდა მუნჯ ფილმებში მონაწილეობის მიღებას პირველი მსოფლიო ომის პერიოდში. მან სცენაზე სრული გრაფიკით გააგრძელა მუშაობა. 1916 წელს ითამაშა კომიკურ სპექტაკლში, „შესანიშნავი კრიხტონი“, ხოლო შემდეგ, კლარა დე ფოენიქსის როლი მოირგო სპექტაკლში, „Trelawny of the Wells“. 1917 წელს, ფრენკ კურზონთან ერთად დაიწყო „Playhouse Theatre“-ის მართვა. 1927 წლიდან 1933 წლამდე სრულიად მარტო მართავდა თეატრს. ამ წლებში, მან რამდენჯერმე ითამაშა „ჩემი ლედის კაბა“-ში. 1919 წელს გამოჩნდა ინგლისელი დრამატურგის და ნოველისტის უილიამ სომერსტეტ მაუგამის სპექტაკლში, „სახლი და სილამაზე“.

1922 წელს დიდი წარმატება მოიპოვა ინგლისელი დრამატურგის, არტურ ვინგ პინეროს სპექტაკლში, „მეორე ქალბატონი ტანკერი“-ში შესრულებული როლით. კარიერის საწყის ეტაპზე, სცენაზე თამაშის დროს მას მკაცრი ხასიათის გამო აკრიტიკებდნენ. ამ პერიოდში მისი მოქმედება აშკარად გაუმჯობესდა, რადგან უილიამ მაუგამმა კუპერი „გულგრილი მსახიობიდან ძალზე კომპეტენტურ მსახიობად გადაქცევისთვის“ შეაქო. „Adelphi Theatre“-ში 1923 და 1924 წლების საშობა შოუში, ითამაშა სპექტაკლში, „პიტერ პენი:ან უბრალოდ ბიჭი რომელიც არ იზრდებოდა“. აღნიშნულ სპექტაკლში მან ტიტულოვანი როლი ითამაშა. 1927 და 1928 წლებში, გასტროლების დროს კუპერი გამოჩნდა უილიამ მაუგერის სპექტაკლში, „წერილი“.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუპერმა სამჯერ იქორწინა.

1908 წელს დაქორწინდა ჰერბერტ ბაკმასტერზე,[3] მათ ეყოლათ ორი შვილი: ჯოანი (1910–2005) და ჯონ როდნი (1915-1983).[4] ისინი 1921 წელს დაშორდნენ. 1927 წელს კუპერი დაქორწინდა სერ ნევილ პირსონზე.[5] წყვილს ერთი ქალიშვილი ეყოლა, სალი პირსონი. ისინი 1936 წელს განქორწინდნენ. მისი მესამე და საბოლოო ქორწინება დაკავშირებულია ინგლისელ მსახიობთან, ფილიპ მერივეილთან, რომელზეც 1937 წელს დაქორწინდა. ისინი ერთად სანტა მონიკაში, კალიფორნიაში ცხოვრობდნენ. ფილიპ მერივეილი 59 წლის ასაკში, გულის დაავადებით გარდაიცვალა.[6]

სიცოცხლის ბოლო წლები კუპერმა ოქსფორდშირში, ინგლისში გაატარა. გარდაიცვალა პნევმონიით, 82 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Cadogan, Mary (1982). „Mabel St. John“, Twentieth-Century Romance and Gothic Writers. Macmillan Publishers, გვ. 607–612. ISBN 978-1-349-06129-7. 
  2. "Appearances" დაარქივებული 2017-12-22 საიტზე Wayback Machine. . GladysCooper.com, accessed 12 February 2011
  3. England and Wales Marriage records; retrieved 31 January 2014.
  4. England and Wales Birth and Death records; retrieved 31 January 2014.
  5. Cooper, Gladys (1931) Gladys Cooper, by Herself. Hutchinson. 
  6. „Gladys Cooper, British Actress, Dies“. The New York Times. 18 November 1971. ციტირების თარიღი: 25 September 2017.