გლაზენაპის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გლაზენაპის კოშკი

გლაზენაპის კოშკი, იგივე „გიორგისეული“ — საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი; სამთო ასტრონომიული კოშკი, აგებული 1890-იან წლებში რუსეთის მეფისწულის, გიორგი ალექსანდრეს ძის და ასტრონომ სერგეი გლაზენაპის ინიციატივით აბასთუმნის ტერიტორიაზე (41°45′45″ ჩ. გ. 42°49′52″ ა. გ. / 41.76250° ჩ. გ. 42.83111° ა. გ. / 41.76250; 42.83111). კოშკზე განთავსებული იყო მცირე ზომის ტელესკოპი (აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის წინამორბედი).[1]

აგებულია მთა ყანობილის კლდოვან ფერდზე. არის გეგმით წრიული ფორმის ქვის კოშკურა, რომელზეც დგას თუნუქის სახურავით გადახურული ხის აფიცრული ცილინდრი. ნაგებობის ძირი თლილი და დამუშავებული კვადრებით არის ნაშენი. კოშკი ღერძის ირგვლივ ბრუნავს, რაც ქვის ცოკოლსა და ხის ცილინდრს შორის დამაგრებული რკინის გორგოლაჭების მეშვეობით ხორციელდება.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 გლაზენაპის კოშკი დაარქივებული 2020-04-12 საიტზე Wayback Machine. . კულტურული მემკვიდრეობის გის პორტალი. ნანახია 09.09.2018.