გლადკოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გლადკოვის სახლი
რუს. Дом Гладкова

გლადკოვის სახლის თანამედროვე სახე
კოორდინატები 47°12′51″N 38°55′54″E / 47.214107° ჩ. გ. 38.931612° ა. გ. / 47.214107; 38.931612
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
ტიპი მოდერნი
დასრულების თარიღი 1895
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101238000

გლადკოვის სახლი (რუს. Дом Гладкова) — ორსართულიანი სახლი ტაგანროგში. განეკუთვნება ისტორიისა და არქიტექტურის ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლებს.

მისამართი: ტაგანროგი, პეტროვის ქუჩა № 76 / ლერმონტოვის შესახვევი № 4.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმ ადგილზე სადაც ახლა ვაჭარ გლადკოვის სახლი დგეს, მდებარეობდა ერთსართულიანი შენობა, რომელშიც განთავსებული იყო ნოტაკის ფეხსაცმლის მკერავის სახელოსნო. სახლი ეკუთვნოდა ხორბლის ვაჭარ ივან სკარამანგას. შენობიდან ბერძნების ქუჩამდე დაუსახლებელი იყო.

ვაჭრის გარდაცვალების შემდეგ სახლი გადავიდა მისი მეუღლის არგირია პეტრეს ასულის მფლობელობაში. შემდეგ იგი ეკუთვნოდა ლეონიდ მაგულეს, რომელმაც იგი მიჰყიდა მეორე გილდიის ვაჭარ ივან გლადკოვს. ივანე გლადკოვი ტაგანროგში ჩავიდა 1888 წელს. 1889 წელს 45 წლის ასაკში დაქორწინდა 27 წლის ქვრივ მარია ალაფუზოვაზე. ოჯახში მათ ჰყავდათ 6 შვილი. ივან გლადკოვი გარდაიცვალა 1909 წლის 10 მაისს ასთმისა და გულის ტკივილისაგან. დაკრძალეს ქრისტიანულ სასაფლაოზე ქალიშვილის, მარიას გვერდით. მის საფლავზე დგას გრანიტის ძეგლი, რომელზეც წარწერაა:

ვიკიციტატა
„ივანე ივანეს ძე გლადკოვი გარდაიცვალა 65 წლის ასაკში, ხოლო მარუსია გლადკოვა 6 წლის ასაკში“

ივან გლადკოვის ინიციატივით ძველი სახლი დაანგრიეს და 1895 წელს მის ადგილზე ააშენეს ორსართულიანი სახლი. მოგვიანებით გადააკეთეს სახლის ფანჯრები. სახლის ეზოში იყო ფლიგელი და ბეღელი. XIX საუკუნის ბოლოსთვის გლადკოვის სახლი სილამაზის მიხედვით მეშვიდე იყო ტაგანროგში. სახლი აგებულია მოდერნის სტილში ფართო ფანჯრებით. ფასად გაფორმებულია ლიმონისფერით. ფანჯრის ღიობებს შორის აპოლონის გამოსახულებებია. სახლის ფასადი მდიდარი დეკორით გამოირჩევა.

1910-იან წლებში შენობაში განთავსებული იყო ვარშავის საგალანტერიო ნაწარმის მაღაზია, ვ. ფილევსკის წიგნის მაღაზია. 1914 წელს შენობაში მდებარეობდა „ივანოვის საბანკო სახლი“. 1917 წელს დაემატა ვასილევის მაღაზია, საპარიკმახერო და ატელიე. 1920 წელს მუშაობდა მუსიკისა და სიმღერის კურსები და სასადილო.

გლადკოვის გარდაცვალებიდან 1925 წლამდე სახლი იმყოფებოდა მისი მემკვიდრეების მფლობელობაში, რომლებმაც შენბა გააქირავეს მაღაზიებისათვის და საცხოვრებლად. სხვადასხვა დროს შენობაში მუშაობდა კბილის ექიმი, ფოტოგრაფი, პარიკმახერი. განთავსებული იყო სასადილო, წიგნების მაღაზია და პროფესიული სასწავლებელი.

ტაგანროგის ოკუპაციის პერიოდში (1941-1943 წწ.) შენობაში განთავსებული იყო გერმანული პროპაგანდის განყოფილება (Abteilung Propagande).

ამჟამად შენობაში განთვსებულია სბერბანკის განყოფილება, რუსეთის საპენსიო ფონდის ფილიალი და ტანსაცმლის მაღაზია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]