გი პარმელენი
| გი პარმელენი Guy Parmelin | |
ოფიციალური პორტრეტი, 2026 | |
| შვეიცარიის პრეზიდენტი | |
|---|---|
| ამჟამინდელი თანამდებობა | |
| დაიკავა | 1 იანვარი 2026 |
| ვიცე-პრეზიდენტი | ინიაციო კასისი |
| წინამორბედი | კარინ კელერ-ზუტერი |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1 იანვარი 2021 – 31 დეკემბერი 2021 | |
| ვიცე-პრეზიდენტი | ინიაციო კასისი |
| წინამორბედი | სიმონეტა სომარუგა |
| მემკვიდრე | ინიაციო კასისი |
შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1 იანვარი 2025 – 31 დეკემბერი 2025 | |
| პრეზიდენტი | კარინ კელერ-ზუტერი |
| წინამორბედი | კარინ კელერ-ზუტერი |
| მემკვიდრე | ინიაციო კასისი |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1 იანვარი 2020 – 31 დეკემბერი 2020 | |
| პრეზიდენტი | სიმონეტა სომარუგა |
| წინამორბედი | სიმონეტა სომარუგა |
| მემკვიდრე | ინიაციო კასისი |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1 დეკემბერი 2003 – 31 დეკემბერი 2015 | |
| დაბადებული | 9 ნოემბერი, 1959 ბურსინი, ვოდი, შვეიცარია |
| მოქალაქეობა | |
| პოლიტიკური პარტია | „შვეიცარიის სახალხო პარტია“ |
| მამა | რიშარ პარმელენი |
| დედა | ჟანინ პარმელენი |
| მეუღლე | კაროლინ მეროტო |
| განათლება | მარსელინის კანტონალური სასოფლო-სამეურნეო კოლეჯი |
გი ბერნარ პარმელენი (დ. 9 ნოემბერი, 1959) — შვეიცარიელი პოლიტიკოსი. 2016 წლიდან ფედერალური საბჭოს წევრია. ასევე შვეიცარიის სახალხო პარტიის წევრი. ამჟამად, 2026 წლისთვის, შვეიცარიის პრეზიდენტია. პრეზიდენტის თანამდებობას 2021 წელსაც იკავებდა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას 2020 და 2025 წლებში.[1] პარმელენი ასევე 2019 წლიდან ხელმძღვანელობს ეკონომიკურ საქმეთა, განათლებისა და კვლევების დეპარტამენტს. 2016-2018 წლებში, სათავეში ედგა თავდაცვის, სამოქალაქო დაცვისა და სპორტის დეპარტამენტს.
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარმელენი დაიბადა 1959 წლის 9 ნოემბერს ბურსინში, ფერმერისა და მევენახის, რიშარ პარმელენისა და ჟანინ პარმელენის (1939–2020) ოჯახში. სამი შვილიდან უფროსია. და-ძმა არიან კრისტოფ პარმელენი და ვალერი კოტე.
1977 წელს დაასრულა სწავლა საშუალო სკოლაში, შემდეგ კი მორგში, მარსელინის კანტონალურ სასოფლო-სამეურნეო კოლეჯში, სოფლის მეურნეობის დიპლომი მიიღო. 1985 წელს მაგისტრის ხარისხი მოიპოვა მევენახეობის დარგში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პარმელენი პროფესიით მეღვინეობის ოსტატია. 1994 წლიდან 2003 წლამდე არჩეული იყო ვოდის კანტონის დიდ საბჭოში, ხოლო 2003 წელს ვოდის კანტონიდან ეროვნულ საბჭოში აირჩიეს. 2000 წლიდან 2004 წლამდე პარმელენი ვოს კანტონის „შვეიცარიის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი იყო. 2015 წლის 9 დეკემბერს ფედერალურმა ასამბლეამ ფედერალურ საბჭოში ეველინე ვიდმერ-შლუმპფის ნაცვლად აირჩია.[2][3]
ფედერალური საბჭოს წევრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლის საყოველთაო არჩევნებში „შვეიცარიის სახალხო პარტიამ“ რეკორდული ხმების, 29%-ზე მეტი მოიპოვა, ფედერალურმა მრჩეველმა ეველინე ვიდმერ-შლუმპფმა განაცხადა, რომ ხელახლა კენჭს აღარ იყრიდა.[4][5]2007 წლის არჩევნებიდან მალევე გარიცხეს, რის შემდეგაც დააარსა გამოყოფილი „კონსერვატიული დემოკრატიული პარტია“ (BDP/PBD). მოსალოდნელი იყო, რომ ვიდმერ-შლუმპფის ადგილს SVP/UDC დაიკავებდა. პარტიამ წარადგინა სამი კანდიდატი, მათ შორის პარმელენი, რომელიც საბოლოოდ აირჩიეს.[6]
პარმელენი გახდა პირველი ფედერალური მრჩეველი SVP/UDC-დან შვეიცარიის ფრანგულენოვანი ნაწილიდან.[6][7]აირჩიეს თავდაცვის, სამოქალაქო დაცვისა და სპორტის ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელად, რითაც შეცვალა თანაპარტიელი ული მაურერი, რომელიც ფინანსთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა.[8]2019 წლიდან პარმელენი სათავეში ჩაუდგა ეკონომიკურ საქმეთა, განათლებისა და კვლევების ფედერალურ დეპარტამენტს. 2020 წელს შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. პრეზიდენტის თანამდებობა 2021 წლის 1 იანვარს ვიცე-პრეზიდენტ იგნაციო კასისთან ერთად დაიკავა.[9][10][11][12]

2021 წლის 16 ივნისს, როგორც შვეიცარიის პრეზიდენტმა, პარმელენმა ჟენევაში, ვილა ლა გრანჟში, უმასპინძლა 2021 წლის რუსეთ-აშშ-ის სამიტს ვლადიმერ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის. პარმელენმა უსურვა მათ „ნაყოფიერი დიალოგი ორი ქვეყნისა და მსოფლიოს ინტერესებიდან გამომდინარე“.[13]
2025 წლის 10 დეკემბერს, პარმელენი 203 ხმით (246 ხმიდან) აირჩიეს გაერთიანებული ფედერალური ასამბლეის ფედერალურ პრეზიდენტად 2026 წლისთვის.[14][15]
2026 წლის 9 იანვარს, პარმელენმა ერს ღია წერილით მიმართა კრანს-მონტანაში, ბარ „Le Constellation“-ში ახალი წლის ღამეს გაჩენილი ტრაგიკული ხანძრის შემდეგ, რომლის შედეგადაც 40 ადამიანი, მათ შორის ბევრი მოზარდი, დაიღუპა და 110-ზე მეტი დაშავდა. პარმელენმა გამოხატა სოლიდარობა და მოითხოვა გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევის საფუძველზე.[16]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1995 წელს პარმელენი დაქორწინდა კაროლინ მეროტოზე, იტალიური წარმოშობის ინჟინრის, ალდო მეროტოსა და მარია მეროტოს ქალიშვილზე.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Guy Parmelin mit Rekordresultat zum Bundespräsidenten gewählt.
- ↑ (in French) Bernard Wuthrich, "Conseil fédéral: comment un Romand s’est retrouvé élu" დაარქივებული 4 March 2016 საიტზე Wayback Machine. , Le Temps, Wednesday 9 December 2015 (page visited on 9 December 2015).
- ↑ (in French) Yves Petignat, "Le choix de Parmelin, un désaveu pour la direction de l'UDC" დაარქივებული 4 March 2016 საიტზე Wayback Machine. , Le Temps, Wednesday 9 December 2015 (page visited on 9 December 2015).
- ↑ Jaberg, Samuel; Stephens, Thomas. Finance Minister Eveline Widmer-Schlumpf to Stand Down (28 October 2015). ციტირების თარიღი: 10 December 2015
- ↑ Geiser, Urs. Parliament Shifts to the Right (19 October 2015). ციტირების თარიღი: 10 December 2015
- 1 2 Mombelli, Armando. People's Party Gains Second Seat in Cabinet (10 December 2015). ციტირების თარიღი: 10 December 2015
- ↑ Bradley, Simon. Wary Press Split Over Farmer Parmelin (10 December 2015). ციტირების თარიღი: 10 December 2015
- ↑ People's Party finally nails finance minister job (11 December 2015). ციტირების თარიღი: 14 December 2015
- ↑ Swiss president: 'We must not give up' (January 2021).
- ↑ Switzerland elects new president from 2021 (PDF) (9 December 2020). ციტირების თარიღი: 11 February 2021
- ↑ MILLARD, Robin. Parmelin Confirmed As Next Swiss President.
- ↑ „Guy Parmelin, le président équilibriste“. Le Temps (French). 14 January 2021.
- ↑ „Swiss President Parmelin welcomes Biden and Putin“. Swiss Info. 16 June 2021 – წარმოდგენილია www.swissinfo.ch-ის მიერ.
- ↑ Swiss Parliament Elects Economy Chief Parmelin as President. Bloomberg.
- ↑ swissinfo.ch, S. W. I.. (2025-12-10) Parmelin elected Swiss President with record result en. ციტირების თარიღი: 2026-01-30
- ↑ „Crans-Montana: Swiss president addresses nation in open letter“. SWI swissinfo. 9 January 2026.
