გიულუ მუსტაფაევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიულუ მუსტაფაევა
დაიბადა 29 ნოემბერი, 1919(1919-11-29)
დაბადების ადგილი თურქმენაბადი
გარდაიცვალა 18 მაისი, 1994(1994-05-18) (74 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო
ჟანრი პორტრეტი, ნატურმორტი და პეიზაჟი

გიულუ მუსტაფაევა (აზერ. Güllü Hacı Naim Mustafa qızı Mustafayeva, დ. 29 ნოემბერი, 1919 — გ. 18 მაისი, 1994) — საბჭოთა მხატვარი, აზერბაიჯანის სახალხო მხატვარი (1992).[1]

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიულუ მუსტაფაევას მშობლები წარმოშობით შემახადან იყვნენ. 1902 წლის მიწისძვრის შემდეგ ოჯახი თურქმენაბადში (თურქმენეთი) გადავიდა. გიულუ მუსტაფაევა 1919 წელს თურქმენაბადში დაიბადა. 1927 წელს ჰაჯი ნაიმ მუსტაფამ ოჯახი ბაქოში გადაიყვანა. ამ დროიდან მოყოლებული ოჯახი ბაქოს ცენტრში, იჩერი-შეჰერში ცხოვრობდა.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიულუ მუსტაფაევამ 1938 წელს აზერბაიჯანის სამხატვრო ტექნიკუმი დაამთავრა. ქმნიდა ნაწარმოებებს თემაზე „ლეილი მეჯნუნი სკოლაში“ (1941), „პოეტი ნიზამი, რომელიც ძველ აშუღს უსმენს“ (1941), „პარიზი. მხატვრების მოედანი“ (1961), „მაჰსეთი განჯევი“ (1947).[2]

თუმცა გიულუ მუსტაფაევას შემოქმედების დიდი ნაწილს მეცნიერთა და შრომის გმირების პორტრეტებს შეადგენს. ესენია - ოფთალმოლოგ უმნისა მუსაბეკოვას, ნევროპათოლოგ ზახრა სალაევას, ორგზის სოციალისტური შრომის გმირის ბასტი ბაგიროვას, დიდი სამამულო ომის მონაწილე მედდა დიური მამედოვას, მხატვარ სატარ ბახლუზადეს პორტრეტები. მხატვრის განსაკუთრებული ინტერესის საგანს ბავშვთა პორტრეტები წარმოადგენდა.[3]

მუსტაფაევას შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი პოეტ მაჰსეთი განჯევის პორტრეტს უკავია. გიულუ მუსტაფაევამ ეს ნაწარმოები მისი ცხოვრების ძნელბედობის ჟამს შექმნა და ამ პორტრეტით შეძლო გამოეხატა, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ადამიანი ცხოვრებისეულ უკუღმართობებს. მხატვრის ქალიშვილის ზემფირა გაფაროვას სიტყვებით, გიულუ მუსტაფაევამ XII საუკუნის პოეტი ქალის სახეს საკუთარი ნაკვთები შეჰმატა.[4]

გიულუ მუსტაფაევას ნაწარმოებები დაცულია აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნულ მუზემსა და აზერბაიჯანის სურათების სახელმწიფო გალერეაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Təsviri sənət xadimlərinə Azərbaycan Respublikasının fəxri adlarının verilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Prezidentinin Fərmanı. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-29. ციტირების თარიღი: 2022-02-23.
  2. Qafarova, Z. «Həsən və Güllü» dastanı [1] //Mədəniyyət.- 2015.- 13 mart.- S.12-13.
  3. Əsgər Zeynalov İRƏVAN XANLIĞI… GERÇƏKLİYİN AYDINLIĞI. Lulu Enterprises, 2016. S. 297
  4. Elya Ənvərli Musiqinin mənəvi anası [2] //Region plus. 15.09.2015