შინაარსზე გადასვლა

გიული მეგრელიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიული მეგრელიშვილი
დაბ. თარიღი 1 მაისი, 1943(1943-05-01)[1] (83 წლის)
დაბ. ადგილი ბორჯომი, საქართველო
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა ექიმი[1] და მეცნიერი

გიული მეგრელიშვილი (დ. 1 მაისი, 1943, ბორჯომი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი.

1967–1969 წლებში თბილისის ბავშვთა №2 საავადმყოფოს ექიმი პედიატრი. 1969–1971 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებათა პროპედევტიკისა და საფაკულტეტო პედიატრიის კათედრის უფროსი ლაბორანტი. 1971–1997 წლებში ამავე კათედრის ასისტენტი. 1997 წლიდან დოცენტი. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომის და 4 მონოგრაფიის.

1980 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „სისხლის სისტემის მონოფუნქციონალურ მაჩვენებელთა მნიშვნელობა გლომერულონეფრიტის დროს ბავშვებში.“

  • თირკმლის ქრონიკული დაავადება ბავშვთა ასაკში - თბილისი, საქართველო, 1990 გვ. 215
  • გლომერულოპათია ბავშვთა ასაკში - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1988 გვ. 166
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. თბ., 2000, გვ. 197

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.