გიულერ საბანჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიულერ საბანჯი
მშობლიური სახელი Güler Sabancı
დაბადების სახელი გიულერ საბანჯი
დაბადების თარიღი 14 აგვისტო, 1955 (1955-08-14) (68 წლის)
ადანა თურქეთის დროშა თურქეთი
ეროვნება თურქი
განათლება ბიზნეს ადმინისტრირება
ალმა-მატერი ბოსფორის უნივერსიტეტი
საქმიანობა გენერალური დირექტორი
ორგანიზაცია Sabancı Holding
მშობლები მამა: იჰსან საბანჯი
დედა: იუქსელ საბანჯი

გიულერ საბანჯი (თურქ. Güler Sabancı; დ. 14 აგვისტო 1955, ადანა, თურქეთი) — საბანჯის ოჯახის მესამე თაობის ქალი წევრი და ამჟამად ოჯახის მიერ კონტროლირებადი Sabancı Holding-ის თავმჯდომარე,[1] რომელიც მეორე უმსხვილესი სამრეწველო და ფინანსური კონგლომერატია თურქეთში.[2] 2014 წლის მონაცემებით, ჟურნალ Forbes-მა გიულერი შეიყვანა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ქალებს შორის, სადაც იგი დაიკავა მე-60 ადგილი.[3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიულერ საბანჯი დაიბადა 1955 წლის 14 აგვისტოს ქალაქ ადანაში, იჰსან საბანჯის და იუქსელ საბანჯის ოჯახში. TED Ankara College-ში საშუალო სკოლის ანკარაში დასრულების შემდეგ, გააგრძელა სწავლა ბიზნეს ადმინისტრირებაზე სტამბოლის ბოსფორის უნივერსიტეტში. 1978 წელს აგრეთვე დაასრულა ჰარვარდის უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროგრამა.[4] თავისი პროფესიული კარიერა გიულერი წამოიწყი LasSA-ში, რომელიც ოჯახის საკუთრებაში არსებული საბურავის წარმოების კომპანიაა ქოჯაელის პროვინციაში. ამის შემდეგ დაინიშნა KordSA-ს გენერალური დირექტორის პოზიციაზე, რომელსაც 14 წლის მანძილზე იკავებდა. მოგვიანებით, გიულერი საბანჯი Sabancı Holding-ის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა, საბურავების და გასამაგრი მასალების ჯგუფის ხელმძხვანელი, აგრეთვე პასუხისმგებელი გახდა შრომით რესურსებზე.

საბანჯი ჰოლდინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიულერ საბანჯი თავმჯდომარე და გენერალური დირექტორის Sabancı Holding-ის,[5] რომელიც ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე ავტორიტეტული ბიზნეს ჯგუფია თურქეთში. გიულერი თავისი კარიერა დაიწყო ჰოლდინგის საბურავების მწარმოებელ კომპანიაში და მუშაობდა ჰოლდინგის სხვადასხვა კომპანიებში. გიულერ საბანჯი ასევე არის დამფუძნებელი პრეზიდენტი საბანჯის უნივერსიტეტის[6] და აგრეთვე საბანჯის ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეა, რომელიც ლიდერი კერძო ფონდია თურქეთში. იგი არის პირველი და დღეისთვის ერთადერთი ქალი ევროპელი მრეწველების მრგვალი მაგიდის (ERT) წევრი.[7] 2013 წლის ოქტომბერში, იგი დასახელდა Fortune-ს მიერ მეორე ქალად ბიზნესში 50 ყველაზე ძლიერ ქალთა შორის (აშშ-ს ფარგლებს გარეთ).[8] ქველმოქმედებისთვის და მენეჯმენტისთვის მას მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო, მათ შორის: David Rockefeller Bridging Leadership Award,[9] Clinton Global Citizen Award,[10] Raymond Georis Innovative Philanthropist Award[11] და მენეჯმენტის ევროპული სკოლის პასუხისმგებელი ლიდერის ჯილდო.[12]

2012 წელს, საბანჯი დაინიშნა გაეროს გლობალური შეთანხმების საბჭოს წევრად, რომელიც გაეროს უმაღლესი დონის სათათბირო ორგანოა ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, შრომის და დამსაქმებელთა ორგანიზაციების მონაწილეობით.[13]

2014 წლის მონაცემებით, იგი მოხსენიებულია, როგორც მე-60 ყველაზე ძლიერი ქალი მსოფლიოში, Forbes-ს ვერსიით.[3]

ორდენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2007ბელგიის დროშა ბელგია : ლეოპოლდ II-ის ორდენი
  • 2009ესპანეთის დროშა ესპანეთი : სამოქალაქო ღვაწლის ორდენი
  • 2010ავსტრიის დროშა ავსტრია : ღირსების ორდენი ავსტრიის რესპუბლიკის წინაშე სამსახურისთვის
  • 2010საფრანგეთის დროშა საფრანგეთი : ლეგიონის ღირსების ეროვნული ორდენი

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2006აშშ-ის დროშა აშშ : დრექსელის უნივერსიტეტის საპატიო წოდება
  • 2007აშშ-ის დროშა აშშ : კორპორატიული პარტნიორის ჯილდო ამერიკულ-თურქული საზოგადოებისგან
  • 2009ევროპის დროშა ევროკავშირი : რაიმონდ გეორის პრიზი ინოვაციური ფილანტროპიისთვის ევროპის კავშირის საბჭოსგან
  • 2011გერმანიის დროშა გერმანია : შუმპეტერის პრიზი ცნობილი ავსტრიელი ეკონომისტი ჯოზეფ შუმპეტერის ხსოვნისადმი
  • 2011გერმანიის დროშა გერმანია : მენეჯმენტის და ტეკნოლოგიების ევროპული სკოლის პასუხისმგებელი ლიდერობის ჯილდო
  • 2011აშშ-ის დროშა აშშ : კლინტონის საერთაშორისო მოქალაქის ჯილდო კლინტონის ფონდისგან

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „10 Global leaders - 7. Guler Sabanci (7) - FORTUNE“. cnn.com. 29 September 2010. ციტირების თარიღი: 12 November 2012.
  2. „Guler Sabanci - Forbes“. forbes.com. ციტირების თარიღი: 12 November 2012.
  3. 3.0 3.1 The World's 100 Most Powerful Women. Forbes. ციტირების თარიღი: 26 June 2014.
  4. Smith, Helena (17 September 2006). „Interview: Guler Sabanci, Turkey's most famous female entrepreneur | Business | The Observer“. The Guardian. London: GMG. ISSN 0261-3077. OCLC 60623878. ციტირების თარიღი: 20 November 2012.
  5. Chairman and managing director of Sabancı Holding
  6. Sakıp Sabancı Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-06. ციტირების თარიღი: 2016-09-18.
  7. European Round Table of Industrialists
  8. Fortune’s 50 Most Powerful Women in Business (outside USA).
  9. David Rockefeller Bridging Leadership Award
  10. Clinton Global Citizen Award. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-06. ციტირების თარიღი: 2016-09-18.
  11. Raymond Georis Innovative Philanthropist Award. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-06. ციტირების თარიღი: 2016-09-18.
  12. European School of Management Responsible Leadership Award. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 2016-09-18.
  13. Secretary-General Appoints New Global Compact Board Members, Strengthens Focus on Business Engagement. United Nations Global Compact (April 19, 2012). ციტირების თარიღი: April 20, 2012.