გისენის უნივერსიტეტი
| ლათ. Justus-Liebig-Universität Gießen | |
|
| |
| დაფუძნდა | 1607 |
|---|---|
| ატარებს სახელს | იუსტუს ლიბიხი |
| დამფუძნებელი (-ები) | Louis V, Landgrave of Hesse-Darmstadt |
| ტიპი | საჯარო უნივერსიტეტი და comprehensive university |
| სტუდენტი | 27 184[1] |
| მდებარეობა | გისენი |
| ქალაქი | გისენი |
| მიწა | ჰესენი, გერმანია |
| ქვეყანა | გერმანია |
| კავშირები | Verein zur Förderung eines Deutschen Forschungsnetzes[2] , Hochschulrektorenkonferenz[3] , German University Sports Federation[4] , ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[5] , Informationsdienst Wissenschaft[6] , German National Research Data Infrastructure[7] და EUPeace |
| აფილაცია | Deutscher Akademischer Austauschdienst |
|
| |
![]() | |
| https://www.uni-giessen.de/ | |
გისენის უნივერსიტეტი, ოფიციალური სახელწოდება იუსტუს ლიბიგის სახელობის გისენის უნივერსიტეტი (გერმ. Justus-Liebig-Universität Gießen) — საჯარო კვლევითი უნივერსიტეტი გისენში, ჰესენი, გერმანია. ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გერმანულენოვან სამყაროში. დაარსდა 1607 წელს. უნივესიტეტი გახლავთ იუსტუს ფონ ლიბიგის, თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ქიმიის ფუძემდებლისა და ხელოვნური სასუქის გამომგონებლის, სახელობის. უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამა მოიცავს ხელოვნების/ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, ბიზნესს, სტომატოლოგიას, ეკონომიკას, სამართალს, მედიცინას, მეცნიერებას, სოციალურ მეცნიერებებსა და ვეტერინარიას.
გისენის უნივერსიტეტს აქვს საკუთარი საავადმყოფო გისენსა და მარბურგში (ეს უკანასკნელი მარბურგის უნივერსიტეტის სასწავლო საავადმყოფოა), რომელიც ერთადერთი კერძო საუნივერსიტეტო საავადმყოფოა გერმანიაში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გისენის უნივერსიტეტი გერმანულენოვან სამყაროში ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია. დაარსდა 1607 წელს გისენში, როგორც ლუთერანული საგანმანათლებლო დაწესებულება მას შემდეგ, რაც მარბურგის უნივერსიტეტი კალვინისტური გახდა. დაარსდა ლანდგრაფ ლუი V-ის მიერ.[8]

უნივერსიტეტის თავდაპირველ მიზანს წარმოადგენდა მღვდლებისა და საჯარო მოხელეების მომზადება. ოცდაათწლიანი ომის დროს უნივერსიტეტი ცოტა ხნით გადავიდა მარბურგში (1624–1650). მე-17 და მე-18 საუკუნეებში უნივერსიტეტში ისწავლებოდა თეოლოგია, სამართალი, მედიცინა და ფილოსოფია, მოგვიანებით კი დაემატა ეკონომიკა, ვეტერინარია, სატყეო მეურნეობა და კამერალური მეცნიერებები.[9]
მე-19 საუკუნეში გისენი ცნობილი გახდა პოლიტიკური აქტივიზმითა და სამეცნიერო ინოვაციებით, განსაკუთრებით ქიმიკოს იუსტუს ფონ ლიბიგის ხელმძღვანელობით.

მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის უნივერსიტეტი გაფართოვდა და დაემატა ახალი სამედიცინო კლინიკები, სამეცნიერო შენობები და ბიბლიოთეკა, ხოლო ქალებს 1900 წლიდან (სრულად 1908 წლიდან) ჰქონდათ უნივერსიტეტში სწავლის უფლება.
დღეს უნივერსიტეტს დაახლოებით 25 000 სტუდენტი და თითქმის 6000 თანამშრომელი ჰყავს, რითაც გისენი მოსახლეობაში სტუდენტების წილით გერმანიის ქალაქებს შორის პირველ ადგილზე დგას.[10]
რეიტინგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2024 წლის QS World University Rankings-ის კვლევაში უნივერსიტეტმა მსოფლიო მასშტაბით 396-ე და ეროვნულ დონეზე 22-ე ადგილი დაიკავა.[11] Times Higher Education-ის (THE) 2023 წლის World University Rankings-ში ის საერთაშორისო რეიტინგში 351–400 ადგილებს შორის იყო, ეროვნულ დონეზე კი 34-დან 36-ე ადგილებს შორის.[12] 2023 წლის Academic Ranking of World Universities (ARWU)-ის მიხედვით, უნივერსიტეტი გლობალურად 601–700 ადგილებს შორის, ეროვნულ დონეზე კი 37-დან 40-ე ადგილებს შორის იყო.[13]
ფაკულტეტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფაკულტეტი 01 – სამართალი
- ფაკულტეტი 02 – ეკონომიკა და ბიზნესის კვლევების ფაკულტეტი
- ფაკულტეტი 03 – სოციალურ მეცნიერებათა და კულტურის კვლევების ფაკულტეტი
- ფაკულტეტი 04 – ისტორიისა და კულტურის კვლევების ფაკულტეტი
- ფაკულტეტი 05 – ენა, ლიტერატურა, კულტურა
- ფაკულტეტი 06 – ფსიქოლოგია და სპორტული მეცნიერებები
- ფაკულტეტი 07 – მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები, ფიზიკა, გეოგრაფია
- ფაკულტეტი 08 – ბიოლოგია და ქიმია
- ფაკულტეტი 09 – სოფლის მეურნეობის მეცნიერებები, კვების მეცნიერებები და გარემოს მენეჯმენტი
- ფაკულტეტი 10 – ვეტერინარია ფაკულტეტი
- ფაკულტეტი 11 – მედიცინა
კამპუსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ინტერდისციპლინურიკვლევითი ცენტრი (IFZ)
- ცოიგაუსი, ისტორიული შენობა გისენში, რომელსაც სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა იყენებს
- უნივერსიტეტის საავადმყოფოს ქირურგიული შენობა
- ეკონომიკის, სამართლისა და ბიზნესის კვლევების დეპარტამენტი
- ხელოვნების/ჰუმანიტარული მეცნიერებების კამპუსის დიდი აუდიტორია
- უნივერსიტეტის საავადმყოფო
- უნივერსიტეტის თვალის კლინიკა
- სტუდენტების მომსახურების შენობა
- ბიოსამედიცინო კვლევის ცენტრი (BFZ)
- ქიმიის შენობა
- უნივერსიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Statistisches Bundesamt Deutschland - GENESIS-Online
- ↑ https://web.archive.org/web/20190325122117/https://www.dfn.de/verein/mv/mitglieder/
- ↑ https://www.hrk.de/mitglieder/mitgliedshochschulen/universitaeten-technische-hochschulen/
- ↑ https://www.adh.de/ueber-uns/mitgliedshochschulen.html
- ↑ https://eua.eu/about/member-directory.html
- ↑ https://idw-online.de/de/institution217
- ↑ https://www.nfdi.de/verein/#mitglieder
- ↑ 1607 to the present day. Justus-Liebig-Universität Gießen en. ციტირების თარიღი: 2025-08-13
- ↑ The mobility and scientific impact of professors of the University of Gießen and other European universities is one of the objectives of in the project Upper Tail Human Capital and the Rise of the West (UTHC) financed by the European Research Council/ERC. For a summary description of scholars and literati who engaged in teaching at the Ludoviciana, see David de la Croix and Robert Stelter, (2021), Scholars and Literati at the University of Gießen (1607–1800), Repertorium Eruditorum Totius Europae/RETE, 2:31–37. დაარქივებული 2026-02-15 საიტზე Wayback Machine. It illustrates the scientific impact of a typical small German state university in the 17th and 18th century.
- ↑ DAYI, Recep. (2023-01-11) Being a student in Giessen en-US. ციტირების თარიღი: 2025-08-13
- ↑ QS World University Rankings 2024. ციტირების თარიღი: 16 July 2023
- ↑ World University Rankings 2024 (27 September 2023). ციტირების თარიღი: 27 September 2023
- ↑ 2023 Academic Ranking of World Universities. ციტირების თარიღი: 15 August 2023
