გიჟიგის უბე
იერსახე
გიჟიგის უბე | |
---|---|
რუს. Гижигинская губа | |
![]() | |
კოორდინატები | 61°15′ ჩ. გ. 158°25′ ა. გ. / 61.250° ჩ. გ. 158.417° ა. გ. |
აუზი | შელიხოვის ყურე (ოხოტის ზღვა) |
ქვეყნები |
![]() |
ტიპი | უბე |
სიგრძე | 148 კმ |
ჩამდინარე მდინარეები | გიჟიგა |
გიჟიგის უბე[1] (რუს. Гижигинская губа) — შელიხოვის ყურის შიდა ნაწილი, ოხოტის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირებთან (რუსეთი). ხმელეთზე შეჭრილია 148 კმ-ით, ტაიგონოსის ნახევარკუნძულსა და კონტინენტს შორის. სიგანე შესასვლელში 260 კმ, ჩრდილოეთში 30–40 კმ. წლის უდიდეს დროს ყინულითაა დაფარული. ფიქსირდება ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესი მოქცევა (არასწორი დღიური) — 9,6 მ-მდე. გიჟიგის უბეში ჩაედინება მდინარე გიჟიგა.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 45.
- ↑ Гижигинская губа // Большая российская энциклопедия. т. 7. — М., 2007. — стр. 118.